Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პროექტი დევნილი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის

გოგა აფციაური
კატეგორია: დევნილები 
2011-08-30

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკმა“ დაასრულა პროექტი - „დავეხმაროთ ერთმანეთს“, რომელიც „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციის და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. ამ პროექტის მიზანი იყო დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების ამაღლება და თანატოლებსა და ადგილობრივ საზოგადოებასთან მათი ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა.

დევნილი და გორელი ახალგაზრდები 4 თვის განმავლობაში გორის ორ სკოლაში იკრიბებოდნენ, ესწრებოდნენ ტრენინგ-სემინარებს, აქტიურობდნენ იქ შექმნილ ჟურნალისტიკის კლუბებში. 144 მოზარდი და 70 პედაგოგი და მშობელი მონაწილეობდა ამ პროექტში. მე-5 სკოლის მოსწავლე დათო ოქროპირიძე ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში დევნილ ბავშვებთან დამეგობრდა და მათთან ერთად არაერთი სასარგებლო ღონისძიება განახორციელა.

 პროექტში, ბავშვების გარდა, მშობლებიც იყვნენ ჩართულები, რომლებიც დევნილთა დასახლებებში არსებული პრობლემების შესახებ მრგვალ მაგიდებს აწყობდნენ ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. „ბილიკის“ ხელმძღვანელის მარიკა მღებრიშვილის განცხადებით, პროდუქტიული იყო ჟურნალისტიკის კლუბში ბავშვების საქმიანობა, სადაც მათ შეისწავლეს სტატიების წერის ტექნიკა, გაზეთის მომზადება, სოციალური მედიის განვითარება.

 პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა და მას ახორციელებენ „ქეა ნორვეგია“ და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“. „ქეას“ წარმომადგენელი ვახტანგ ფირანიშვილი აცხადებს, რომ პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და დევნილი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია. 

 მშობლებისთვის ცალკე ჩატარდა ტრენინგები, რომელთა თემები იყო: თვითმმართველობა, ბავშვთა უფლებები, პროექტების წერა და მართვა, კონფლიქტების მოგვარება და  ეფექტური კომუნიკაცია.
 პრეზენტაციის დასასრულს დევნილმა ახალგაზრდებმა და მათმა მშობლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიზნით ასეთი სახის პროექტები კიდევ გაგრძელდეს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker