Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიოს მეექვსმილიარდე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს

ოქროპირ რუხაძე
კატეგორია: პრესკლიპინგი 
2011-08-30

1999 წლის 12 ოქტომბერს დედამიწას მოევლინა მეექვსმილიარდე მოქალაქე, ბოსნიელი ბიჭუნა, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც კი დაარწია, როცა სარაევოს საგანგებოდ ესტუმრა. ადნან ნევიჩი მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის  ამ  მნიშვნელოვანი რიცხვის მიღწევის სიმბოლოდ იქცა. ის ახლა 11 წლისაა,  სიღარიბეში ცხოვრობს და მისი ოჯახი მომავალს დიდი შიშით უყურებს.

 ადნან ნევიჩის ოჯახი სარაევოს მახლობლად, ვისოკოში ცხოვრობს. ადნანი კარგად აღზდილი ბიჭია. თავისი თანატოლების მსგავსად, მასაც აღელვებს სკოლაში მიღებული ნიშნები, ზოგიერთი საგანი  კი განსაკუთრებით უყვარს:

 „ყველა საგანში უმაღლესი ნიშანი - „ა“  მაქვს, მარტო ინგლისურში დამიწერეს „ბე“. ყველაზე მეტად სპორტი, ისტორია და გეოგრაფია მიყვარს. ძალიან მინდა, რომ კარგად ვისწავლო. სულ ესაა, რაც მსურს.“

 ადნანი, როგორც ითქვა, არამხოლოდ საშუალო მოსწავლეა. გაეროს მიერ მისი გამოცხადება  მსოფლიოს  მეექვსმილიარდე მოქალაქედ დიდი მოვლენა იყო. გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა,  კოფი ანანმა, იქ სტუმრობისას ფოტოსურათიც გადაიღო ახალშობილთან. ადნანი როცა გაჩნდა, შუაღამეს ორი წუთი იყო გადაცილებული და ამიტომ მიიჩნიეს ის ისტორიული ზღურბლის, ექვსი მილიარდის სიმბოლოდ. აქვე გეტყვით, რომ მაშინვე გამოითქვა პრეტენზიები სხვა ქვეყნებიდან, იმავე წამებში  სხვა არაერთი ბავშვი დაიბადა და შეუძლებლია იმის განსაზღვრა, თუ რომელი იყო მეექვსმილიარდეო. მაგრამ ადნანი დარჩა ამ სიმბოლოდ და დღემდე ასეა ოფიციალურად. თუმცა, როცა მის ოჯახს ესტუმრებით, ნახავთ, რომ ამ პოპულარობამ და აღიარებამ ოჯახს ბევრი ვერაფერი მოუტანა. დედა, ფატიმა, ბედნიერი იყო, როცა მეექვსმილიარდე ადამიანი გააჩინა, მაგრამ ამით ოჯახს მატერიალური ხეირი არ უნახავს.   ფატიმა ადრე საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობდა, ომის დროს სამსახური დაკარგა და მას მერე სამუშაო ვეღარ იშოვა, რადგან ვისოკოს არეალი ეკონომიკურად ძალიან ჩამორჩენილია. მამა, იასმინკო, ავადმყოფია, კიბო აქვს და ასევე ვეღარ მუშაობს. სარაევოს საქალაქო მთავრობამ ოჯახს, ადნანის განსაკუთრებული სტატუსის გამო, დახმარება დაუნიშნა, 140 დოლარის ოდენობით, მაგრამ ეს ფული ძირითადად სურსათსა და ადნანის ავადმყოფ მამას ხმარდება. ფატიმას ეღიმება, როცა მაშინდელ ფოტოებს ხედავს და ამბობს, ყოველ 12 ოქტომრებს დაბადების დღეს გვილოცავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები, ამ დღეს ვზეიმობთ, მაგრამ ჩვენს სიღარიბეს ეს ვერ შველისო:

 „ეს საგანგებო დღეა. მართლაც, გვიხარია, რომ მეექვსმილიარდე მოქალაქე გვყავს სახლში; როცა სტუმრებს ვუხსნით ჩვენს ვითარებას, ისინი შეშფოთებას ვერ მალავენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დღეს ხდება. შემდეგ უკვე ყველაფერი ისევე გრძელდება.“

 ოჯახი ერთი ბეწო ბინაში ცხოვრობს. მას იმის ფულიც კი არა აქვს, რომ ადნანი ფეხბურთის სკოლაში მიაბაროს. ფატიმა თვლის, რომ ბოსნიის მთავრობამაც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაივიწყა ისინი. ფატიმა ტირილს იწყებს, როცა მომავალზე ლაპარაკობს და ამბობს, მეშინია, ადნანი რომ ავად გახდეს, სამკურნალო ფულიც კი არ გვექნებაო:

 „ჩემი შვილი საპატიო სტუმრად მიიწვიეს, როცა იქ პედიატრიული განყოფილება გაიხსნა, მაგრამ არა მგონია, რომ დაგვჭირდეს, სარაევოს პედიატრიულ ცენტრში მკურნალობა შევძლოთ. მადლობა ღმერთს, ადნანი ჯანმრთელია, მას ახლა ამ მხრივ არაფერი სჭირდება. ექიმებმა გულში მხოლოდ მცირე ღრუ აღმოუჩინეს.“

 ადნანის ოჯახის გასაჭირი არაპირდაპირ მსოფლიოს  მოსახლეობის ზრდის  გამო შეშფოთებას იწვევს. საქმე ისაა, რომ განსაკუთრებით მაღალია შობადობა სწორედ ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონებში. მეცნიერთა ჯგუფმა იწინასწარმეტყველა, რომ მეშვიდმილიარდე ბავშვი წელს გაჩნდება ინდოეთში. თუ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულ იქნა, ორმოც წელიწადში დედამიწის მოსახლეობა ცხრა მილიარდს გადააჭარბებს და მათი 97 პროცენტი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში იცხოვრებს. როგორ გამოთვალეს ეს რიცხვი, ვერ გეტყვით. ეს არ აწუხებს ადნანის ოჯახს. მისი მოთხოვნა მცირეა:

 „ჩემი ოცნებაა მამაჩემს დაეხმარონ და მერე - მე. სულ ეს არისო“, ამბობს მსოფლიოს მეექვსმილიარდე მოქალაქედ ოფიციალურად აღიარებული ბოსნიელი ბიჭუნა.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker