Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ასტრიდ ტორსს შეხვდა

Category: Ethnic minorities 
2016-04-15

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ასტრიდ ტორსს შეხვდა.

 


 ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლემა კომისარმა საქართველოს პრეზიდენტს ოსური მხარის მადლობა გადასცა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსური სახლის აღდგენის გამო.

 


 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით ასევე გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ - ოსური ურთიერთობების ცენტრი და შეიქმნა ვებგვერდი - აფხაზეთის ვირტუალური არქივი, სადაც აფხაზ თანამემამულეებს შეუძლიათ ისეთი საარქივო ინფორმაცია - ვიდეო, აუდიომასალა მოიძიონ, რომელიც თბილისში ინახება.

 


 "პრეზიდენტმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს გააცნო ის მიმართულებები, რომელზეც მუშაობს ხელისუფლება და შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობები იყვნენ არა მხოლოდ ამომრჩევლის როლში, არამედ იქნენ არჩეულნიც საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

 


 ეთნიკური უმცირესობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან ეროვნული უმცირესობები. ეს არის ენისა და ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხი.

 


 შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, სოფიო შამანიდი და კახა კოჟორიძე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker