Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები

კატეგორია: განცხადებები 
2018-05-14

15 მაისი, თბილისში გაიმართება პირველი ეროვნული კონფერენცია: „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები“. მასშტაბური შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებულ მუშაობას გენდერული თანასწორობის სფეროში და მეორე მხრივ, თვითმმართველობის ორგანოებსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.

 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები.

 

ღონისძიებას ასევე გახსნიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი; ქალაქ თბილისის მერი და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე; საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი; პრემიერ-მინისტრის ასისტენტი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესოფო ჯაფარიძე და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი ლორა თორნტონი.


 

***

 

2016 წელს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტების საკრებულოებს დაევალათ მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა. ამავე საკანონმდებლო ცვლილებით, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვის და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს დაევალა, შესაბამის გამგეობაში/მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის განსაზღვრა.

 

 

ადგილობრივ დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების კანონით განსაზღვრული როლი და უფლება-მოვალეობები საკმაოდ ზოგადია. იმისათვის, რომ მათ ეფექტიანად იმუშაონ და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობას, მნიშვნელოვანია, რომ მათ ზედმიწევნით იცოდნენ, რა უფლებამოსილებები გააჩნიათ, რა ვალდებულებები აკისრიათ, როგორია გენდერული თანასწორობის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია და რა საქმიანობებს ახორციელებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ეროვნულ დონეზე. ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრული მიდგომა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველი ქალაქების მერიებში გენდერულ თანასწორობაზე პასუგისმგებელი პირების საქმიანობის დაგეგმვისა და კოორდინაციის თვალსაზრისით.

 

კონფერენცია ტარდება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.

ტეგები: გენდერული თანასწორობა ადგილობრივი თვითმმართველობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker