Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

Category: Announcements 
2019-03-13

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პანკისის ხეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ხეობაში მცხოვრებ ქალებს იწვევს სასწავლო კურსში „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“  მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტი ხორციელდება სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. სასწავლო კურსის მიზანია ქალების სამეწარმეო უნარების ამაღლება - მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნისა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება. კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებსა და პრაქტიკულ დავალებებს. 


სასწავლო კურსში მონაწილეობის პირობები:

 

ურსში მონაწილეობა შეუძლიათ:


• პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალებს (18 წელს ზემოთ)

• მათ, ვისაც სურს ბიზნესის დაწყება და/ან აქვს კონკრეტული ბიზნეს იდეა

• მათ, ვისაც აქვს ბიზნესის მართვის მოტივაცია

 

სასწავლო კურსის თემატიკა:


• ახალი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება

• ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა

• პიროვნებები და გუნდები

• მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა
• ბიზნეს მოდელირება

• კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება

• ფინანსური დოკუმენტებისა და დაფინანსების წყაროების დაგეგმვა 

• საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება


 

კურსში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 13 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ CV (მოკლე რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge
წერილში ნათლად და არგუმენტირებულად უნდა იყოს წარმოდგენილი სასწავლო კურსში მონაწილეობის მოტივაცია და მოკლე ინფორმაცია ბიზნესიდეის შესახებ.


მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:


1.პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა

2.მეორე ეტაპი - გასაუბრება

 

გასაუბრება ჩატარდება პანკისის ხეობაში, სოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში 14 მარტს. კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი. სერტიფიკატის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და კურსის ბოლოს წარმოდგენილ პრეზენტაციაზე.


დამატებითი ინფორმაცია:

კურსის ხანგრძლივობა: 27 საათი

განხორციელების პერიოდი: 17 - 22 მარტი, 2019

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4,5 საათი

მსმენელების რაოდენობა: 10

ადგილი: ფინანსთა სამინისტროს აკადემია, თბილისი, გორგასლის ქ. 10  

კურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები (ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება და კვება) ანაზღაურდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ (შერჩეული კანდიდატების თბილისში ტრანსპორტირება განხორციელდება 16 მარტს)

 

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ:

ლალი დევიძე - საკონტაქტო ნომერი: 577 52 77 99;

ელ. ფოსტა: l.devidze@smr.gov.ge   

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker