Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

1325 ლოკალიზაცია: საკონსულტაციო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

Category: Exclusive 
2019-04-02

2018 წლის 12 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.

 

შეხვედრა ჩატარდა კოალიციური პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს ორგანიზებით, ზუგდიდში და სოფელ ხურჩაში.


 

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონსულტაციები  რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ და ადგილობრივ მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტში შექმნილ 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართეს. გამოიკვეთა გამოწვევები და საჭიროებები, რომელიც მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ. ასევე ჯგუფის წევრებმა მუშაობის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 


 

პროექტის შესახებ:

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ განხორციელება.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის შედეგად მოხდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების რეალური საჭიროებების გათვალისწინება მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის გეგმებში, ერთობლივი მუშაობა ამ გეგმების რეალიზაციაზე.

 

 

პროექტი აგრძელებს იმ სამუშაოს, რომელიც დაწყებულია ათივე მუნიციპალიტეტში, გენდერული თანასწორობის არსებული/შექმნილი ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწის, გენდერული საბჭოების გაძლიერების კუთხით და მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართვისკენ ამ საბჭოების მუშაობაში. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

 

 

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker