Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

6 თებერვალს მსოფლიო ქალთა გენიტალიების დასახიჩრების წინააღმდეგ შეუწყნარებლობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

Категория: Эксклюзив 
2020-02-06

6 თებერვალს მსოფლიო ქალთა გენიტალიების დასახიჩრების (ე.წ. წინადაცვეთის) წინააღმდეგ შეუწყნარებლობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს (International Day of Zero Tolerance for Female Genital Mutilation (FGM) 2020).

 

 

სოფლიოში დაახლოვებით 200-ს მილიონამდე გოგონა და ქალი იტანჯება ე.წ წინადაცვეთის (FGM) გამო, რომელიც ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას ან სიკვდილს იწვევს. ახლახანს ეგვიპტეში წინადაცვეთის შემდეგ 12 წლის გოგონა გარდაიცვალა.

 

 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, დაახლოვებით 3 მილიონამდე 15 წლამდე ასაკის გოგონას გენიტალიებზე მანიპულაციას იძულებით უტარებენ. 2020 წელს კი, ასეთი ოპერაციების მსხვერპლი შესაძლოა 4.1 მილიონი გოგონა გახდეს.

 

 

ორგანიზაციის შეფასებით, FGM-ით გამოწვეული გართულებების მკურნალობა მსოფლიოს წელიწადში 1.4 მილიარდი დოლარი დაუჯდება და თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები 2050 წლისთვის მკურნალობის ღირებულება 50% –ით გაიზრდება.

 

მსოფლიო ლიდერების დაპირების თანახმად, 2030 წლისთვის ამ ბარბაროსული და მტანჯველი ტრადიციის გამოყენება უნდა დასრულდეს. თუმცა გაეროს მიერ გამოქვეყნებულმა ბოლო მონაცემებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად სომალიში, მალიში, გამბიაში, გვინეა ბისაუში, ჩადსა და სენეგალში, წინადაცვეთის პრაკტიკის გამოყენების მაჩვენებელი იგივეა, რაც 30 წლის წინ.

 

ე.წ. წინადაცვეთის პრაკტიკა მიღებულია მსოფლიოს 30 ქვეყანაში, აქედან 27 ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. ქვეყნები, სადაც ასეთი ოპერაციები 15-დან 49 წლამდე ასაკის გოგონებსა და ქალებში (87% ან მეტი) ყველაზე მეტად არის გავრცელებული, არის: სომალი, გვინეა, ჯიბუტი და ეგვიპტე.

 

2017 წელს საქართველოში ე.წ. ქალთა წინადაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა.

 

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ვებსაიტზე გამოჩნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც იტყობინებოდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, - თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურეში, - სადაც ძირითადად ეთნიკურად ავარიელი მოსახლეობა ცხოვრობს, გოგონათა ე. წ. წინადაცვეთის პრაქტიკა არსებობს.

 

პუბლიკაციაში, რომელმაც ყვარლის რაიონში მცხოვრები ავარიელების ტრადიცია თვალსაჩინო გახადა, სოფლის მცხოვრები, ჟურნალისტს ეუბნება, რომ არც კი ახსოვს, ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენ გოგონას გაუკეთა ე. წ. „წინადაცვეთა“. ის პროცედურას სახლში მაკრატლითა და სპირტში დასველებული ბამბით ატარებდა.

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker