Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

აშშ – ს წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი სპიკერი: რა ვიცით ნენსი პელოსის შესახებ

Категория: Эксклюзив 
2020-02-11

4 თებერვალს დონალდ ტრამპმა ყოველწლიურად მიმართა აშშ-ს კონგრესს. გამოსვლის დაწყებამდე პრეზიდენტმა ტექსტის ასლი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ნენსი პელოსის დაურიგა. პელოსიმ მას ხელი გაუწოდა, თუმცა ტრამპმა მას ხელი არ ჩამოართვა. ტრამპის გამოსვლის ბოლოს ნენსი პელოსიმ პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტის ასლი პირდაპირ ეთერში დახია.

 

სხდომის დატოვების შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ეს გააკეთა, რადგან ტრამპის გამოსვლას "სიცრუის მანიფესტად" მიიჩნევს.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში ნენსი პელოსმა დაიწყო პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი. რა ვიცით, ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთ  ყველაზე მნიშვნელოვან ქალ პოლიტიკოსის შესახებ.

 

 

ნენსი პელოსი 1940 წლის მარტში, ბალტიმორიში, დაიბადა. 2020 წლის მარტის ბოლოს პოლიტიკოსს ოთხმოცი წელი შეუსრულდება. ის იტალიურ-ამერიკული ოჯახიდან და მშობლების შვიდი შვილიდან ერთადერთი გოგონა იყო.

 

 

 

 

მისი ცხოვრება ბავშვობიდან პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. მამამისი, თომას დე ალესანდრო უმცროსი, რამდენიმე წლის განმავლობაში ბალტიმორის მერი იყო და ახალგაზრდა ნენსი მას მუშაობაში ეხმარებოდა. ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კარიერისთვის აუცილებელი ინსაიდერული და ორგანიზაციული უნარები, რომელიც  მის ყველაზე ძლიერ თვისებად მიიჩნევა, ნენსიმ ოჯახში მიიღო.

 

 

პელოსმა დაამთავრა ბალტიმორიში მდებარე გოგონების კათოლიკური სკოლა „ნოტრ-დამის ინსტიტუტი“. შემდეგ მან ვაშინგტონში, ტრინიტი კოლეჯში ჩააბარა, სადაც პოლიტოლოგიას სწავლობდა, ხოლო 1962 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

 

 

ერთი წლის შემდეგ, 1963 წელს, ის  პოლ პელოსზე დაქორწინდა და მასთან ერთად საცხოვრებლად ნიუ – იორკში გადავიდა.

 

 

 

1969 წლისთვის, ის უკვე ხუთი შვილის დედა იყო და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სან-ფრანცისკოსში გადავიდა.

 

 

რამდენიმე წლის განმავლობაში, პელოსი შვილების აღზრდაში იყო ჩართული, თუმცა ამ პერიოდში დემოკრატიული პარტიის კლუბი შექმნა და კლუბის წევრების შეხვედრებს საკუთარ სახლში ატარებდა. ”თუ ჩვენმა ხუთეულმა ვერ შეძლო მისი მწყობრიდან გამოყვანა, დონალდ ტრამპი მითუმეტეს ვერ შეძლებს,” - თქვა მოგვიანებით მისმა ქალიშვილმა ქრისტინმა.

 

 

 

1976 წელს დაიწყო პელოსის პოლიტიკური კარიერა. მან მონაწილეობა მიიღო კალიფორნიის იმდროინდელი გუბერნატორის ჯერი ბრაუნის საარჩევნო კამპანიაში. დემოკრატიული პარტიის რიგებში პელოსს ფინანსების მოზიდვა ევალებოდა. მიიჩნევა, რომ თანხების სწრაფად მოზიდვა მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა.

 

 

 

ნენსის პოლიტიკური კარიერა სწრაფად ვითარდებოდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრად, ხოლო 1981 - 1983 წლებში შტატ კალიფორნიის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ  აირჩიეს. 1984 წელს პელოსმა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობას უხელმძღვანელა, ხოლო 1988 წელს ის კონგრესში აირჩიეს.

 

ნენსი პელოსი ცნობილია თავისი მემარცხენე, თამამი შეხედულებებით. ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ ის მხარს უჭერდა ქალთა და ლგბტ ადამიანების უფლებებს, გამოდიოდა შიდსის გამოკვლევების დაფინანსების გაზრდის და აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნით. პელოსი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას გარემოსდაცვით საკითხებს უთმობს. მისს შრომით შესაძლებლობებზე ლეგენდები დადის. ითვლება, რომ მას პრაქტიკულად არ სძინავს და ყავის მაგივრად, ლიმნიან წყალს სვავს.

 

 

ამ ყველაფერმა ნაყოფი გამოიღო. 2003 წლიდან ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს ხელმძღვანელობს. 2007-2011 წლებში ის პალატის პირველი ქალი სპიკერი გახდა,  რომელიც ქვეყანაში მესამე ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პოზიციას წარმოადგენს.

 

 

 

2018 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შემდეგ ნენსი პელოსიმ სპიკერის პოსტზე კანდიდატურა ისევ წამოაყენა და მხარდაჭერა მიიღო კიდეც. 2019 წელს ის  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად მესამედ აირჩიეს.  დღეს პელოსი ხელმძღვანელობს ყველაზე მრავალფეროვან კონგრესს აშშ-ს ისტორიაში, რომლის შემადგენლობაში პირველად ქალების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, 102 ქალი დეპუტატი შევიდა, მათ შორის პირველად ისტორიაში მუსულმანი და  მკვიდრი ხალხის წარმომადგენელი ქალიც.

 

 

თითქმის თავიდანვე ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი გახდა. მართალია, ის დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებაზე, თუმცა მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როდესაც ამისთვის სერიოზული საფუძველი გამოჩნდა (საუბარი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის). იმპიჩმენტის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, პელოსი არ აპირებს უკან დახევას და უარი თქმას ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკაზე.

 

 

 

 

 

 

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker