Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მიუნხენის ხელისუფლება ქალებს ტაქსის ღირებულების ნაწილს აუნაზღაურებს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2020-03-06

ბავარიის დედაქალაქი გახდა პირველი გერმანული მეგაპოლისი, რომელმაც გადაწყვიტა ღამის საათებში უზრუნველყოს ქალებისთვის უსაფრთხო მგზავრობა და ამისთვის ტაქსის ღირებულების ნაწილის გადახდა შესთავაზა. 

 

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ქალები გვიან ღამით ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახლში დაბრუნებისას თავს დაცულად არ გრძნობენ. მაღალი  ღირებულების გამო კი ტაქსით მგზავრობას ყველა ქალი ვერ ახერხებს.  ახლა მიუნხენში ტაქსის ღირებულების ნაწილს ქალაქის ბიუჯეტიდან გადაიხდიან და ამ პროექტის განხორციელებისთვის მილიონი ევროა გამოყოფილი.

 

1 მარტიდან, ბავარიის დედაქალაქში, 16 წლიდან ასაკის ნებისმიერ ქალს შეუძლია მიიღოს ვაუჩერი, რომლის საფასური 5 ევროს შეადგენს. ფასდაკლებით ისარგებლებენ როგორც მიუნხენის მაცხოვრებლები, ასევე ტურისტებიც. ფასდაკლება მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ტაქსის გამოძახება განხორციელდება 22:00-დან დილის 06:00 საათამდე.

 

ვაუჩერების მიღება შესაძლებელია როგორც მიუნხენის მერიის საინფორმაციო ცენტრში, ასევე საჯარო სერვის ცენტრებში (Bürgerbüro). ზოგადად, ვაუჩერების რაოდენობა ერთ ადამიანზე შეზღუდული არ არის, თუმცა ერთი მგზავრობისთვის შესაძლებელია მხოლოდ ერთი ვაუჩერის გამოყენება.

 

მიუნხენის ხელისუფლების ინფორმაციით, პროექტის ეფექტური განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს ვაუჩერების სმარტფონებისთვის სპეციალური პროგრამით ჩანაცვლება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker