Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

Category: Gender policy 
2020-03-13

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში, რომელიც 2020 წლის მარტის ბოლოს გაიმართება,  სამი ქალი კანდიდატი ლიდერობს: საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი– ანიეს ბიუზენი, პარიზის ამჟამინდელი მერი–ან ჰიდალგო (სოციალისტური პარტიიდან) და დედაქალაქის მე -7 რაიონის მერი– რაშიდა დატი (რესპუბლიკური პარტიიდან).

 

 

ყველა მათგანი პირდება ამომრჩეველს, რომ ქალთა პრობლემები საფრანგეთის დედაქალაქში მათი პრიორიტეტი იქნება და რომ პირადად განიცადეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია თავიანთ კარიერაში.

 

 

 

2014 წელს ან ჰიდალგო პარიზის პირველი ქალი მერი გახდა. ის ესპანეთში დაიბადა, ხოლო 2 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

 

1980-იანი წლების დასაწყისში ჰიდალგო გახდა ერთ–ერთი პირველი ქალი, რომელმაც საფრანგეთში შრომის ინსპექტორის თანამდებობა დაიკავა.
პარიზის მერის თანამდებობაზე, ჰიდალგომ აკრძალა სექსისტური, ჰომოფობიური ან დამამცირებელი რეკლამები.

 

ხელახალი არჩევის შემთხვევაში, ჰიდალგო დაჰპირდა ამომრჩეველს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ქალაქის პოლიციის სპეციალური დანაყოფების შექმნას. მან ასევე აიღო ვალდებულება უზრუნველყოს უფასო ჰიგიენის საშუალებები სოციალურად დაუცველი გოგონებისა და ქალებისთვის.

 

 

 

 

მეორე კანდიდატი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რაშიდა დატი გაიზარდა ღარიბ მაროკანულ-ალჟირულ ოჯახში და 12 ბავშვიდან მეორე შვილი იყო.

 

დატი წარმოადგენს იშვიათ მაგალითს იმისა, თუ რა წარმატებას მიაღწია ემიგრანტმა საფრანგეთში, სადაც ერთეულ მუსულმანს უკავია მაღალი თანამდებობა მთავრობაში, ბიზნესსა თუ მედიაში. 2009 წელს იუსტიციის მინისტრის პოსტზე, მას შეეძინა ქალიშვილი, თუმცა მან უარი თქვა მამის ვინაობის გამჟღავნებაზე, რამაც საზოგადოებში კრიტიკის საგანი, ხოლო მისი მისამართით სექსისტური განცხადებების საფუძველი გახდა.

 

” სექსისტური განცხადებები ჩემი მისამართით ყველაზე საშინელი მომენტი იყო ორსულობის დროს. მე ჩემი ასაკის გამო მაკრიტიკებდნენ და ასევე იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემი შვილის მამის სახელის გამჟღავნება. მე ასევე ვიღებდი შენიშვნებს ჩაცმულობის გამო”, - მოგვიანებით განაცხადა მან ჟურნალ Marie Claire–ის მიცემულ ინტერვიუში.

 

54 წლის დატიმ განაცხადა, რომ სურს ქალებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო უსაფრთხო გახადოს პარიზში. მისი ეს დაპირება კვლევას ეფუძნება, რომლის თანახმად ქალების 51% ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

 

 

 

მესამე კანდიდატი, ანიეს ბიუზენი, პოლონელი ემიგრანტის ქალიშვილია.2020 წლის თებერვლამდე ის მაკრონის  მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

 

ანიეს ბიუზენი პროფესიით ექიმი და უნივერსიტეტის პროფესორია. ის მხოლოდ 30 წლის იყო, როდესაც პარიზის ცნობილ ნეკერის ჰოსპიტალში ჰემატოლოგიის განყოფილების დირექტორად დაინიშნა, შემდეგ კი საფრანგეთში კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა.

 

ბიუზენი ცნობილია, როგორც ქალთა უფლებების დამცველი და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანიის ინიციატორი.

 

 

ფემინისტური ორგანიზაციის NousToutes- ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეს საფრანგეთში, ქალაქების 5 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი, ხოლო ადგილებზე არჩეული ქალების თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ სექსისტურ კომენტარების მსხვერპლი გამხდარა.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker