Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

რომის პაპმა თავის სააღდგომო გზავნილში დაგმო ძალადობა ქალების მიმართ COVID-19-ის პანდემიის დროს

Category: Gender based violence 
2020-04-14

რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური აღდგომის დადგომის შემდეგ თავის პირველ გზავნილში დაგმო ძალადობა ქალების მიმართ COVID-19-ის პანდემიის დროს  და  საზოგადოებას ქალების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

 

თავისი ქადაგების დროს პაპმა განაცხადა, რომ საზოგადოება მხარში უნდა დაუდგეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რადგან პანდემიის დროს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა ძალადობის შემთხვევები.

 

„მოდით, ვილოცოთ მათთვის, რათა ღმერთმა მათ ძალა მისცეს, ხოლო ჩვენმა საზოგადოებამ და ოჯახებმა მათ მხარი დაუჭირონ”- განაცხადა პაპმა სიტყვით გამოსვლისას.

 

კორონავირუსის გამო იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ბევრი ქალი მოძალადე პარტნიორის ხაფანგში აღმოჩნდა.

 

როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს, იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცულნი უნდა იყვნენ.

 

საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker