Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ანტონიო გუტიერეში: პანდემიის დროს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

Category: Gender in the world 
2020-04-17

COVID-19 პანდემია გავლენას ახდენს ყველაზე და ყველგან ვრცელდება, თუმცა ამავე დროს, ის სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებზე და ამძაფრებს არსებულ უთანასწორობას.

 

წინასწარი მანაცემები ცხადყოფს, რომ COVID-19– ის გამო სიკვდილიანობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს მამაკაცებში. ამასთან, პანდემიას მოაქვს დამანგრეველი შედეგები ქალებისა და გოგონების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 

გაერო აცხადებს, რომ COVID-19 პანდემიამ შეიძლება შეცვალოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების სფეროში მიღწეული მცირე პროგრესი და იძლევა რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ქალთა ლიდერობა და მათი წვლილი ამ რთულ პერიოდში.

 

მსოფლიოში ქალების თითქმის 60% ეკონომიკის არაფორმალურ სექტორში მუშაობს. ეკონომიკური თვალსაზრისით, დაბალი ანაზღაურების მქონე, შრომითი კლასის წარმომადგენელი ქალები და გოგონები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

 

კარანტინმა უკვე გამოიწვია ფართომასშტაბიანი უმუშევრობა და ბევრი ქვეყნის ეკონომიკას ასევე ემუქრება რეცესია. იმის გამო, რომ უამრავი ბიზნესკომპანია დაიხურა, მილიონობით ქალმა დაკარგა სამუშაო ადგილი და შემოსავლის წყარო.

 

ამავე დროს, როდესაც ქალები კარგავენ ანაზღაურებად სამსახურს, მათ მიერ შესრულებული არაანაზღაურებადი შრომა სკოლების დახურვის და ხანდაზმული ადამიანების მოვლის გამო მნიშვნელოვნად იზრდება.

 

გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების სფეროში მიღწეული მცირე პროგრესის აღდგენას წლები დასჭირდება. გოგოები, რომლებმაც ამ პერიოდში სწავლა შეწყვიტეს, შესაძლოა არასდროს დაბრუნდნენ სასწავლებლებში.

 

მოვუწოდებ მთავრობებს COVID-19– ის პანდემიის შემდგომ პერიოდში ქალების და გოგონების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება თავის პრიორიტეტად აქციონ.

 

ამისათვის, პირველ რიგში, ქალებს უნდა მიენიჭოთ ლიდერების როლი თანაბარი წარმომადგენლობით და თანაბარი გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილებით.

 

ეკონომიკის დაცვისა და სტიმულირების ღონისძიებები, ფულადი გზავნილებიდან დაწყებული და სესხებით დამთავრებული, ქალებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

 

უნდა გაფართოვდეს სოციალური უსაფრთხოების სისტემები.

 

არაანაზღაურებადი შრომა უნდა იქნას აღიარებული და შეფასებული, როგორც  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის.

 

ამ პანდემიის ერთ-ერთი შედეგია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შემზარავი მატება.

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში თითქმის ყოველი მეხუთე ქალი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად ამ ქალების უმეტესობა საკუთარ მოძალადეებთან სახლში, თითქოს ხაფანგშია გამოკეტილი და ამაოდ ცდილობს დახმარების შეზღუდული სერვისების მიღებას.

 

ეს გახდა მოწოდების საფუძველი, რათა მთავრობებმა მიიღონ განსაკუთრებული ზომები ქალთა დასაცავად და სერვისების გასაფართოვებლად.

 

COVID-19 არა მხოლოდ გლობალური ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს გამოწვევას, არამედ გამოცდას უწყობს ჩვენს ადამიანურ ბუნებას.

 

ამიტომ პანდემიის დასაძლევად და უკეთესი მომავლისთვის, მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა უფლებების დაცვა.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker