ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ზუგდიდში ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ დევნილებს შეხვდა. როგორც სუბელიანმა დევნილებთან შეხვედრისას აღნიშნა, დაზიანებული სახურავები უახლოეს დღეებში აღდგება. მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს დაითვლის. "მათ აქვთ სხვა პრობლემებიც, მაგრამ ახლა ქარიშხლის შედეგების აღმოფხვრაა მთავარი, რათა ხალხს არ აწვიმდეს", - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს, რომელშიც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ცხოვრობენ, სახურავები გადაჰხადა.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation