საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ყოფილ სასტუმრო "ბახტრიონში" მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა. როგორც "პირWელს" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ქარიშხლის შედეგად დაზიანებულ ობიექტზე გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა და დევნილებს აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემაზე ესაუბრა. "ქარიშხლისგან დაზიანებული შენობა გადაიხურა, ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხიც მოგვარდება და დევნილთა თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული ფართები მათი საკუთრება გახდება. ამ ყველაფრის შემდეგ სიტუაცია ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება" – განაცხადა სუბელიანმა. აღსანიშნავია, რომ ყოფილ სასტუმრო "ბახტრიონში" აფხაზეთიდან დევნილი 345 ოჯახი ცხოვრობს.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation