Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მარნეული წყალზე გაწეული დანახარჯებით საქართველოს პატარა ქალაქებს შორის ლიდერია

წყარო: პორტალი GINSC
Category: Exclusive 
2011-08-02

28 ივლისს, მარნეულში, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის ოფისში, გაიმართა ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივი პროექტის - “წყლის მოხმარების, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია მარნეულსა და მესტიაში” -პრეზენტაცია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შედგა თანამშრომლობა ქალთა საინფორმაციო ცენტრსა, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირსა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან.

შეხვედრაზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიზანზე და მის ფარგლებში ქალაქ მარნეულში დაგეგმილ აქტივობებზე. ასევე აღინიშნა რამდენად უნიკალურია პროექტი, რომელიც პირველად  საქართველოში განიხილავს წყლის ოპტიმალურ მოხმარებას, ჰიგიენასა და სანიტარიას გენდერულ ჭრილში. მომხსენებლემა აღნიშნეს რომ პროექტის სამიზნე ჯგუფს, წარმოადგენენ ქალები, რომლებიც ოჯახში წყლის ძირითადი მომხმარებლები არიან და უშუალო კავშირი აქვთ ოჯახში სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვასთან და აქედან გამომდინარე, სწორედ ქალებზეა დამოკიდებული თუ რამდენად ეფექტურად, რაციონალურად და უსაფრთხოდ მოხდება წყლის გამოყენება.

აღნიშნულ შეხვედრაზე, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტ-ანალიტიკოსმა, თეონა მატარაძემ, გააკეთა კვლევის - ”საქართველოში ურბანული წყლისა და კანალიზაციის სისტემის განვითარების სტრატეგიის” შედეგების პრეზენტაცია. თეონა მატარაძემ აღნიშნა რომ კვლევა ჩატარდა საქართველოს 7 პატარა ქალაქში, მათ შორის მარნეულშიც, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 2000 ადამიანი. კვლევის მიზანს წარმოადგენდა განსაზღვრა იმისა თუ საიდან იღებდა მოსახლეობა წყლის რესურს, რა ტიპის საკანალიზაციო სისტემით სარგებლობდა, რამდენი დრო და ფინანსები ეხარჯებოდათ მათ წყლის მომარაგებაში და რა გავლენას ახდენდა ჯანმრთელობისთვის საშიში წყალი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ კვლევაში გათვალისწინებული იყო გენდერული ასპექტები და გამოვლენილი იყო ქალების პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია წყლის არარეგულარულ მიწოდებასთან და ოჯახში სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დაცვასთან.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც აღინიშნა რომ წყალთან, სანიტარიასთან და ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ აქტუალურია ქალაქში და გამოითქვა რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებილი იქნება მარნეულში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმოების დროს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი წყლის კომპანიებისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker