მსოფლიოში ახლად დაბადებულ ჩვილების სქესთან დაკავშირებით არსებულ დისბალანსზე ჟურნალისტმა მარა ჰვისტენდალმა წიგნი დაწერა.
ჰვისტენდალი თავის წიგნში “არაბუნებრივი არჩევანი” წერს, რომ თანამედროვე მსოფლიოში გაცილებით ბევრი ბიჭი იბადება, ვიდრე გოგო, ეს პრობლემა კი განსაკუთრებით იგრძნობა ბალკანეთზე, ჩინეთში, ინდოეთში, საქართველოსა და სომხეთში. მაგალითისთვის, ჩინეთში 100 ახლად დაბადებულ გოგონაზე 121 ბიჭი მოდის, ინდოეთში კი 100 გოგონაზე _ 112 ბიჭი.
ჰვისტენდალი ამის მიზეზად მშობლების ნებას ასახელებს. აბორტის გამოყენებისას გაცილებით ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლები მდედრობითი სქესის ნაყოფს იშორებენ თავიდან, ვიდრე ეს მამრობით სქესის ნაყოფის შემთხვევაში ფიქსირდება.
აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში წიგნის ავტორი უარყოფით შედეგებს პროგნოზირებს.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation