დღეს გამთენიისას, აფხაზეთის მთავრობის თვმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 31 ბავშვი საბერძნეთში გაემგზავრა. 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები საბერძნეთის რესპუბლიკის ხაკი-დიკის მუნიციპალიტეტის დაბა სკიონში არსებულ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში დაისვენებენ.
ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება, რომლის ფარგლებში მათთვის სხვადასხვა სახის ექსკურსია მოეწყობა. დევნილი მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ.
ბავშვებს ორთაჭალის ავტოსადგურიდან აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბობოხიძე გააცილებს.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation