დღეს “წინააღმდეგობის მოძრაობის” და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, თბილისში გაეროს წარმომადგენლობასთან აქცია – “მეც დევნილი ვარ” გაიმართება.
აქციის მონაწილეები აპირებენ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის საქმის კურსში ჩააყენებას, “თუ როგორ ექცევა დევნილებს ხელისუფლება”.
აქციის მონაწილეები გაეროს წარმომადგენლებს თავიანთ მოთხოვნებს წერილობითი გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ “მეც დევნილი ვარ”-კამპანიის ფარგლებში უკვე რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც. ორგანიზატორები აქციების გამართვას სამომავლოდაც აპირებენ.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation