Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გორში ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ

გოგა აფციაური
Category: Gender in Caucasus 
2011-08-08

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენლებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დაღუპულთა მემორიალი თეთრლენტიანი წითელი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს; შემდეგ გადაინაცვლეს გორის ციხესთან, ქართველ მებრძოლთა მონუმენტთან, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ 2008 წლის დასაწყისში შეიქმნა, მაგრამ იმ დროისთვის ჯერ კიდევ სუსტმა ორგანიზაციამ საომარი მოქმედებების დაწყებას ხელი ვერ შეუშალა. ორგანიზაცია აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა და მასში ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში მცხოვრები და დევნილი ქალები გაწევრიანდნენ. ქართველებმა მალე დაამყარეს კონტაქტი ცხინვალში მცხოვრებ ქალებთან და ერთობლივი სამშვიდობო პროექტების განხორციელებაც შეძლეს.

აგვისტოს ომის მე-3 წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია ერთი კვირის წინ ბაქოში ქართველი და ოსი ქალების შეხვედრისას დაიგეგმა. ამ აქციის მესიჯი იყო „ერთად მშვიდობისთვის და მშვიდობა ერთობისთვის“. გორში გამართულ აქციაში ოსი ეროვნების ქალებმაც მიიღეს მონაწილეობა. ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენლის ნაზი ბერუაშვილის თქმით, თეთრლენტიან წითელ ყვავილებს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

ქალთა მოძრაობის ლიდერის მანანა მებუკეს აზრით, აგვისტოს ეს დღეები ემოციურად დატვირთულია, მაგრამ დგება დრო, როცა ემოციებმა უკან უნდა გადაიწიოს და როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ნებისმიერმა ქალმა მშვიდობის მშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

ცხინვალში ქალთა სამშვიდობო მოძრაობას ლირა ცხოვრებოვა ხელმძღვანელობს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ომით დაზარალებულმა ქალებმა წყენა და გულისტკივილი უნდა დაივიწყონ. ქართველმა და ოსმა ქალებმა ერთმანეთს უნდა მიუსამძიმრონ და ომის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი მოძრაობა გაშალონ.

აქციის დასასრულს ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრები გორის ციხეზე ავიდნენ და სამშვიდობო მოწოდებებით ცისფერი ბუშტები ცაში გაუშვეს. ბუშტებზე მიმაგრებული იყო წარწერა „ერთად მშვიდობისთვის, მშვიდობა ერთობისთვის“. ჩაფიქრებული იყო რომ ეს ბუშტები ცხინვალისკენ გაფრენილიყო, მაგრამ ქარმა ისინი თბილისის მიმართულებით  წაიღო. ქალებმა კი ჩაილაპარაკეს, რომ როგორც ცხინვალში, ისე თბილისში ჯერ კიდევ ბევრს არ ესმის მშვიდობის ფასი.

 

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker