Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილების გამოსახლება 15 აგვისტოს იგეგმება

Category: IDP Georgia 
2011-08-08

სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილების გამოსახლება 15  აგვისტოს იგეგმება.

როგორც "პირWელს" სასტუმროში მცხოვრებმა დევნილებმა აცნობეს, 10 დღეში სასტუმროს დაცლის თაობაზე შეტყობინება უკვე მიიღეს.

ცნობისთვის სასტუმრო "აფხაზეთში" აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 300-ზე მეტი ოჯახი დღემდე ცხოვრობს.

"ვაცხადებთ, რომ კოლექტიური ცენტრიდან, რადაც სასტუმრო "აფხაზეთია" მიჩნეული, დევნილთა არანებაყოფლობითი გამოსახლება სრულიად უკანონოა. ამავე დროს, ცინიკურია კომპენსაციის სახით 10 000 აშშ დოლარის შეთავაზება ოჯახებისთვის, რომლის ქვეშაც სამინისტროს მიერ შედგენილი სიებით 10 და მეტი ადამიანია გაერთიანებული. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წლის წინ შეჩერდა ოჯახების დაყოფის პროცესი, დღეს სახეზეა იურიდიულად რეგისტრირებული 10–12 და მეტი წევრიანი ოჯახები", - აცხადებენ დევნილები.

მათთვის ასევე გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება რუსთავში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაში, რადგან არ არის მითითებული თუ კონკრეტულად სად და რა ფართზეა საუბარი.

"ჩვენ ვდგევართ ფაქტის წინაშე. საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს სასწრაფოდ დავცალოთ საცხოვრებელი ფართი. ღია ცის ქვეშ დარჩენა გარდაუვალი ხდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს სასტუმროს გაყიდვის ფაქტს, რომლის დოკუმენტი ჩვენ გაგვაჩნია", -  აცხადებენ დევნილები.
 

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker