Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სოფიო ხორგუანი ხელისუფლებას დევნილთა გამოსახლების პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებს

Category: IDP Georgia 
2011-08-08

"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი ხელისუფლებას დევნილთა გამოსახლების პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებისკენ და მათთვის ადექვატური კომპენსაციით დაკაყოფილებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ხორგუანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ  იმ დევნილების უფლებების დასაცავად, რომლებმაც საკომპენსაციო თანხის - 10000 აშშ დოლარის  სანაცვლოდ, საცხოვრებელ ფართზე უარი თქვეს, მაგრამ ეს თანხა დღემდე არ მიუღიათ, სასამართლო დავა გრძელდება.

ამასთან, სოფიო ხორგუანის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას კიდევ ერთ უსიამოვნო სიურპრიზს უმზადებს, რაც ბაგა-ბაღების მომსახურების გაძვირებაში გამოიხატება.

"მართალია, ხელისუფლება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად კეთდება, მაგრამ ბავშვი და ოჯახი ნამდვილად არ არის მისი პრიორიტეტი", - აცხადებს "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს იწურება თბილისის მერიიდან ინფორმაციის მიღების ვადა იმის თაობაზე, მმართველობის რა ფორმით გადაეცა მას ბოტანიკური ბაღი და რა შენობა-ნაგებობებზეა საუბარი.

თბილისის მერიის გარდა, "ქართულმა პარტიამ" წერილობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც მიმართა და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა დიმიტრი შაშკინის უწყებამ, როდესაც ბოტანიკის, ფილოსოფიის და ფსიოქოლოგიის ინსტიტუტებს  დაფინანსება შეუწყვიტა.

"თუ თბილისის მერია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნულ საჯარო ინფორმაციას არ მოგვაწვდიან, სასამართლოს მივმართავთ და ამ ინფორმაციის მოპოვებას სასამართლოს გზით შევეცდებით", - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.

ბრიფინგზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი თბილისის ტელეანძის აუქციონის საკითხსაც შეეხო.

ხორგუანის განცხადებით, "ქართული პარტია" წერილობით მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვს, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული  ხელშეკრულება და პასივების და აქტივების სრული ჩამონათვალი მოაწოდონ.

სოფიო ხორგუანის თქმით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული პარტიის" დახმარებით შეტანილი სარჩელი იხილება, რომელიც შეიცავს მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მიწის ფასები  განისაზღვროს ისე, რომ გლეხს მისი შესყიდვის შესაძლებლობა მიეცეს.

ხორგუანის განცხადებით, "ქართული პარტია" ყველაფერს გააკეთებს, რომ გლეხი მიწის გარეშე არ დარჩეს და საარსებო საშუალება არ წაერთვას.

 

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker