დანიაში საპარლამენტო არჩევნები 15 სექტემბერს გაიმართება და შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრემიერის პოსტი ქალმა დაიკავოს.
ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში გამარჯვებას მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, სოციალ-დემოკრატი ჰელე ტორნინგ-შმიდტი მოიპოვებს. გამოკითხულთა 51,5%-ის თქმით, არჩევნებს ის მოიგებს.
წინასაარჩევნო კამპანია დანიაში არსებულ ეკონომიკური პრობლემებსა და მიგრაციის პრობლემებზე იქნება ფოკუსირებული.
შეგახსენებთ, 2009 წლის მაისამდე დანიის პრემიერის პოსტი ანდერს ფოგ რასმუსენს ეკავა, რომელმაც მას შემდეგ, რაც "ნატოს" გენერალურ მდივნად დანიშნეს, თანამდებობა თანაპარტიელ, ლარს ლეკე რასმუსენს გადააბარა.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation