გაეროს გენერალური მდივანი საუდის გადაწყვეტილებას მიესალმა
ნინო კოჭლამაზაშვილი Category:Gender policy 2011-10-03
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მიესალმა საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას ქალებისათვის არჩევნებზე მისვლისა და ხმის მიცემის უფლების შესახებ და აღნიშნა, რომ ასეთ კონსერვატიულ მუსულმანურ სახელმწიფოსათვის ეს ქმედება "მნიშვნელოვანი ნაბიჯია”.
გაეროს ხელმძღვანელი იშვიათად იძლევა კომენტარებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, სხვადასხვა ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ მათი ძირითდი მიმართულება ქალთა უფლებებზე ბრძოლაა.
"გენერალური მდივანი თვლის, რომ ეს განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საუდის არაბეთში, ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე,” - განაცხადა პან გი მუნის პრეს-სამსახურმა.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation