Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ბუნდესტაგსა და საბავშვო მოედანს შორის: შეთავსებადია კი დედობა და პოლიტიკა?

Category: Gender policy 
2011-10-28

შეიძლება კი ერთდროულად იყო კარგი დედა და წარმატებული პოლიტიკოსი? ამ თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, თუ რამდენ სირთულეს აწყდებიან გერმანელი პოლიტიკოსი ქალები.

გერმანიაში, ქალები პოლიტიკაში – არ არის იშვიათობა, თუმცა, პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომელნიც, ამავდროულად, მცირეწლოვანი ბავშვების დედები არიან - არც თუ ისე დიდია. გერმანული საზოგადოების დამოკიდებულება ქალებისადმი, რომლებიც ცდილობენ შეითავსონ პოლიტიკური კარიერა და დედობა არაერთგვაროვანია. 

პარლამენტის პლენარული სხდომების დღეებში, როცა დეპუტატების დასწრება სავალდებულოა, მცირეწლოვან ბავშვების დედებს განსაკუთრებულად უჭირთ.

კითხვაზე, რამდენად დადებითია მათი კოლეგების დამოკიდებულება პოლიტიკოსი-დედების მიმართ, დეპუტატ სკუდელნის პასუხი იყო: “მკვეთრად უარყოფითი”.

კვლევის შედეგების თანახმად, ქალი-დეპუტატები, რომლებიც ბავშვის გაჩენის შემდეგ მალევე უბრუნდებიან პოლიტიკას, თითქოს ვალდებულები არიან გაიმართლონ თავი საზოგადოების წინაშე.

ბუნდესტაგის დეპუტატი, იუდიტ სკუდელნი, მოუწოდებს გერმანელებს იყვნენ მომთმენები მისნაირი ქალებისადმი. მისი აზრით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს ოჯახური ორი, განსხვავებული, მაგრამ თანაბარ უფლებიანი მოდელი (სადაც დედა მუშაობს, არის დაკავებული პოლიტიკით და, სადაც დედა - დიასახლისია). ხოლო რომელია უფრო მისაღები, ეს კონკრეტული ოჯახის ასარჩევია. 

,,მხოლოდ გერმანიაში კამათობენ იმაზე, რამდენად დაზარალდება ბავშვი, თუკი მას მოუვლის ძიძა, და არა მშობლები”- ხაზს უსვამს კვლევის თანაავტორი იზაბელ კიურშნერი. სხვა ქვეყნებში ამ პრობლემას უფრო მარტივად უყურებენ.

კვლევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პოლიტიკოს ქალთა შორის განსაკუთრებულად უმძიმთ ბუნდესტაგის დეპოუტატებს, რომლებსაც ეშინიათ, რომ დედობა შეიძლება გახდეს მათი კარიერის განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორი.

ამიტომაც, მცირეწლოვან ბავშვთა გერმანელი პოლიტიკოსი დედები ჯერ ისევ გამონაკლისს წარმოადგენენ, თუმცა, ახლო მომავალში მდგომარეობა შიძლება შიცვალოს უკეთესებოსკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, იუდიტ სკუნდელნის სიტყვებით, ბუნდესტაგში გამოჩნდა პირველი შენობა, განკუთვნილი ჩვილი ბავშვების დედებისთვის.

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker