Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გენდერულმა საკითხებმა დეპუტატები გააერთიანეს

Category: Gender policy 
2011-12-08

ახლად შექმნილი ფრაქციათაშორისი დეპუტატური გაერთიანების “თანაბარი შესაძლებლობები” დეპუტატები თავიანთ პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევენ ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერას უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან დაკავშირებით იტყობინება უკრაინის სახალხო დეპუტატი ირინა გრაშენკო.

მან შეგგვახსენა, რომ 6 დეკემბერს უკრაინის რადაში გამოცხადდა ფრაქციათაშორისი დეპუტატური გაერთიანების “თანაბარი შესაძლებლობების” შექმნის შესახებ, რომელშიც შევიდა პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების 15 დეპუტატი.

გაერთიანების თანათავმჯდომარეები გახდნენ: იულია კოვალებსკაია, ლენა კონდრატუკი, გრაშენკო. გაერთიანებაში ასევე შევიდნენ: ოლგა გერასიმიუკი, ოლგა ბოდნარი, ნიკოლაი ტომენკო, ელინა შიშკინა, ბორის ტარასუკი, Eლენა ბონდარენკო, ალეკსეი პლოტნიკოვი, ულიანა მოცტიპანი, ლესა ოპობეცი, ზოია შიშკინა, ირინა ბერეჟნაია და ირინა გორინა.

გაერთიანების შექმნის ინიციატორები თავიანთ ამოცანად თვლიან ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერას სამსახურისა და განათლების მიღების, მედიცინასთან ხელმისაწვდომობისა და უკრაინის საზოგაებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. ისინი გეგმავენ მუშაობას რიგი სოციალურ კანონპროექტების და ინიციატივების მიღებაზე, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაზე.

პრიორიტეტებს შორის – კანონპროექტების ერთობლივი მხარდაჭერა, მიმართულია ბავშვთა, მრავალშვილიან ოჯახთა, მარტოხელა დედათა და მამათა დაცვისკენ. ერთ-ერთი პირველი ერთობლივი ინიციატივაა – უკრაინის ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი ოჯახში ძალადობაზე პასუხისმგებლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. 

გაერთიანებაში შესული დეპუტატები მათ ერთ-ერთ მოვალეობად თვლიან საზოგადოებრივი სტერეოტიპების შეცვლას გენდერული პოლიტიკის საკითხებში. ასევე ისინი გეგმავენ საკითხის დასმას ნებაყოფლობითი კვოტების დანერგვასთან დაკავშირებით პარტიის საარჩევნო სიებში ქალთა რაოდენობის  გაზრდისთვის.

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker