Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

''ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ''

ნანა კვაჭაძე
Category: IDP Georgia 
2015-11-12

ჩემს გაუსაძლის მდგომარეობაზე გიამბობთ, რაშიც მიწევს ცხოვრება. ძნელია ყველაფერი მოგიყვეთ, მაგრამ მოთმინებას და გაურკვევლობასაც თავისი ზღვარი აქვს. სამართალი აღარ არსებობს?! 21-ე საუკუნეში არაადამიანურ მდგომარეობაში მიწევს ცხოვრება. ადგილი, სადაც ვცხოვრობ, ძროხის სადგომს ჰგავს. ორივე მუხლზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ამის გამო სოფლის საპირფარეშოს მსგავს შენობაში ვერ დავდივარ და ბუნებრივ მოთხოვნილებას ბოთლში ან ცელოფნის პარკში ვიკმაყოფილებ. ვიცი, მძიმე წასაკითხია, მაგრამ ჩემი რეალობა ასეთია, წლებია ასე მიწევს ცხოვრება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ, ფაქტიურად გავნადგურდი ადამიანი. დევნილი ვარ, ყოველ დღე მესმის რადიოთი, რამდენი ბინა გაიცა. ხომ შეიძლებოდა ერთი მცირე ზომის ბინა ჩემთვისაც მოეცათ. ყოველ ღამე ვზივარ და ვტირი. ალბათ კიდევ არსებობენ გულისხმიერი ადამიანები, წაიკითხავენ ამ წერილს და დამიკავშირდებიან. იქნებ წლის ბოლომდე მეც მეშველოს და ახალ წელს ახალ სახლში შევხვდე. სიტყვები არ მყოფნის ჩემი მდგომარეობის აღსაწერად, მრცხვენია ასე რომ ვარ, გაითვალისწინეთ ჩემი საცოდავი მდგომარეობა.“ - ეს წერილი გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაში ომარ როდონაიამ მოიტანა.

 


 
ომარ როდონაია მიწური სახლის, ე.წ. „ბარაკის“ ერთ ოთახში ცხოვრობს. კედელზე შპალერი ჩამოხეულია, ფანჯარაზე ძველი ქსოვილი ფარდის მაგივრობას სწევს, დაბალ მაგიდაზე წიგნი, ჟურნალ-გაზეთები და რადიო ალაგია, ოთახის კუთხეში ელექტროქურაზე ჩაიდანი და ქვაბია. ამ ნესტიან ოთახში ომარი უკვე ექვსი წელია ცხოვრობს, იმ იმედით, რომ ერთხელაც მის თხოვნას ვინმე გაითვალისწინებს და მცირე საცხოვრებელ ფართობს გამოუყოფენ.

 

„გულგრილობა, - ამას დავარქმევდი იმ დამოკიდებულებას, რაც ჩემი მდგომარეობის მიმართ არის. არაერთი განცხადება, თხოვნა მაქვს დაწერილი. სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც იყო ჩემთან, მაგრამ წლები გადის და არაფერი. ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს ვითხოვ, არაფერს განსაკუთრებულს, ერთი პატარა ოთახი მინდა, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც ადამიანის ღირსებას შეეფერება. ჩემთვის ყოველი დღე არის წამება, არ უყვართ აქ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები, თორემ, არ მჯერა, რომ შეუძლებელია ჩემი პრობლემის მოგვარება,“ - ამბობს ომარი.


 
ოთახი, სადაც ომარი ცხოვრობს, მას არ ეკუთვნის. ამბობს, რომ ექვსი წლის წინ აქ ნაცნობ-მეგობრების ხელშეწყობით დასახლდა. ბინის ქირას არ იხდის. ომარი სოციალურად დაუცველია, ყოველ თვე სახელმწიფოსგან 50-ლარიან დახმარებას და პენსიას იღებს. „მე მყოფნის ეს ფული გამოსაკვებად, ბევრი არც მჭირდება. ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის პატარა ოთახი, სადაც ადამიანურად ვიცხოვრებ,“ - ამბობს ომარი.
 


ომარი გალში დაიბადა, დედ-მამა ბავშვობაში გარდაეცვალა და საბავშვო სახლში ცხოვრობდა. მერე პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარა, უმაღლესი განათლების მიღებაც უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო: „ახალგაზრდა ვიყავი, მისწრაფებები მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, არ წავიდა ცხოვრება ისე, როგორც საჭირო იყო. მერე ბათუმში ჩამოვედი, ჩემი ჯანმრთელობისთვის ზღვასთან ყოფნა იყო მნიშვნელოვანი. ჯერ მეგობრებთან ვცოხვრობდი რუსთაველზე, ბარაკებში, მერე, ბარაკები რომ აიღეს, აქ გადმოვედი,“ - მიამბობს ომარი.


 
საუბრის დასასრულს ომარი მაცილებს და მეკითხება, რა შეიძლება მოჰყვეს ამ სტატიის დაბეჭდვას, წაიკითხავენ თუ არა ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტილების მიღება და მისი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. „დეკემბერში 50 წლის ვხვდები, რა იქნება, რომ ვინმემ შეცვალოს ის, რისი შეცვლაც მე არ შემიძლია. …მე კიდევ ვეცდები, იქნებ ვინმემ, ხელისუფლებამ, ბიზნესმენებმა, გაითვალისწინონ ჩემი გაუსაძლისი მდგომარეობა, მადლია, მადლი,“ - ამბობს ომარი.

 


შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ბატონ ომარ როდონაიას დახმარების სურვილი გამოთქვა ძალიან ბევრმა ადამიანმა საქართველოდან. შესაბამისად, ვაქვეყნებთ მის ანგარიშის ნომერს.

ანგარიშის მფლობელი (მიმღები): ომარ როდონაია
 
მიღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი
 
ანგარიშის ნომერი:   GE15LB0711104247871340
 
მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22
 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker