Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და საიას განცხადება ომარ როდონაიას დევნილის სტატუსის შესახებ

Category: IDP Georgia 
2015-11-12

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახური გაზეთ „ბათუმელების" სტატიას - "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ" - ეხმიანება, სადაც ბათუმში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ომარ როდონაია წერილში აღნიშნავს, რომ დევნილია.

 

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ომარ როდონაიას არასოდეს მიუმართავს დევნილის სტატუსის მოთხოვნით სამინისტროსთვის, შესაბამისად, მას არა აქვს დევნილის სტატუსი, ამიტომაც კანონმდებლობით არადევნილის ბინით უზრუნველყოფას სამინისტრო ვერ განახორციელებს. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ომარ როდონაიას მდგომარეობას სამინისტროს ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომლები შეისწავლიან.


 
ომარ როდონაიას სამართლებრივ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი უწევს. ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, როდონაიას უარი უთხრეს დევნილის სტატუსის დადგენაზე.
 


"გვინდა აღვნიშნოთ, რომ ომარ როდონაიამ 2015 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა იმერეთის, გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას, რომელიც განიხილავს დევნილის სტატუსის დადგენის განცხადებებს.
 


წარმომადგენლობამ მას უარი უთხრა დევნილი სტატუსის დადგენის თაობაზე. აღნიშნული უარი ომარ როდონაიამ საიას აჭარის ფილიალის დახმარებით გაასაჩივრა სასამართლოში აგვისტოში და მას შემდეგ ველოდებით სასამართლო სხდომის დანიშვნას. სამწუხაროდ, საქმის გაჭიანურება ნეგატიურად მოქმედებს ომარ როდონაიას მდგომარეობაზეც, ვინაიდან სტატუსის დაუდგენლობა მას ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ სოციალური პროგრამებით, რომლებიც დადგენილია დევნილებისთვის. ხოლო სოციალურად დაუცველის დახმარება, რომელსაც იგი იღებს სახელმწიფოსგან, არ არის საკმარისი ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კანონიერად ეთქვა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ამაზე სასამართლო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დევნილის სტატუსზე უარის გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან იმ მტკიცებულებებს, რომელიც ომარმა წარუდგინა ადმინისტრაციულ ორგანოს, არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება," - განაცხადა "ბათუმელებთან" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ხიმშიაშვილმა.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker