Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

9 დევნილ ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცა

Category: IDP Georgia 
2015-11-12

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში,  ჭავჭავაძის  N49ბ-ში  მცხოვრები 9 დევნილი ოჯახისათვის ბინები საცხოვრებელ კომპლექს „მეტრა ვარკეთილში“ კერძო კომპანიის თანადაფინანსებით  შეიძინა.

 

დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამშენებლო კომპანია „მეტრას“  დირექტორმა ნატალია გლინსკაიამ  გადასცეს.

 
ჭავჭავაძის  N49ბ-ში  არსებული  შენობა, სადაც  9 დევნილი ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობდა „მეტრა დეველოპმენტის“ საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულ ობიექტზე კომპანია  ინვესტიციის განხორციელებას  გეგმავს. შესაბამისად, დღის წესრიგში დევნილების გაყვანის და მათი შემდგომი გრძელვადიანი განსახლების პრობლემა დადგა.


 
სამინისტროსა და „მეტრა დეველოპმენტს“ შორის მოლაპარაკებების შედეგად  გადაწყდა, რომ აღნიშნული 9 ოჯახი თბილისში, ვარკეთილში თანამედროვე სტანდარტებით აგებულ კორპუსში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდეს. დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თანადაფინანსებით მოხდა - 85% კომპანიამ, ხოლო 15% დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დაფარა.


 
საცხოვრებელი კომპლექსი „მეტრა ვარკეთილში“ მოიცავს შემოღობილ ტერიტორიას გამწვანებული ეზოთი და საბავშვო მოედნით.


 
სამინისტრომ გააქტიურა კერძო მესაკუთრეებისგან იმ ობიექტების გამოსყიდვა,  რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირები მართლზომიერად ფლობდნენ.  2012 წლიდან დღემდე, თბილისში, კერძო მესაკუთრეებისაგან   730 დევნილი ოჯახისთვის 19 ობიექტია გამოსყიდული.

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker