ორგანიზაცია “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის”, ხვალ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთის მოსახლეობისთვის, სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაატარებს.
როგორც ორგანიზაცია “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის” პრეზიდენტმა დალილა ხორავამ განაცხადა, ჩხოროწყუში 30–კაციანი ჯგუფი ჩავა და სხვადასხვა პროფილის ექიმები 300–მდე ადამიანს ყველა სახის გამოკვლევას ჩაუტარებენ.
მისივე თქმით, ადგილობრივებს გამოკვლევები მაღალი დონის აპარატურით ჩაუტარდებათ, რომელსაც ორგანიზაცია ჩხოროწყუში ჩაიტანს. ჯგუფის შემადგენლობაში 12 პროფესორია.
დალილა ხორავას თქმით, აქციას ასევე უერთდება მსოფლიოს მშვიდობის ფედერაცია (UPF), რომელიც ადგილობრივებს საჭირო მედიკამენტებს გადასცემს.
გარდა ამისა, როგორც “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის” პრეზიდენტი აცხადებს, ერთობლივ აქციაში მონაწილეობას მიიღებს MSI საქართველო, რომელმაც ორგანიზაციას საინფორმაცია მასალები გადასცა და ის ხვალ 14–დან 16 წლამდე გოგონებს დაურიგდებათ.
დალილა ხორავას თქმით, გამოკვლევები ადგილობრივი საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდება.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation