ერგნეთში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი დასრულდა. საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული 5 ადამიანი ისევ ცხინვალის ე.წ. იზოლატორში რჩება. სწორედ მათი გათავისუფლების საკითხი დააყენა თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ დღევანდელ შეხვედრაზე.
ქართულმა მხარემ სოფელ ხურვალეთიდან საოკუპაციო ძალების მიერ ჩამოხსნილი საქართველოს დროშიც დაბრუნებაც კიდევ ერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა. საუბარი შეეხო ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმესაც.
დე ფაქტო რეჟიმმა ქართულ დელეგაციას ექსპერტიზის პასუხი გადასცა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე დე ფაქტო რეჟიმს ახალი ე.წ. წარმომადგენელი ეყოლება - ხოხ გაგლიოთი დავით სანაკოევმა შეცვალა.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation