Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ და დევნილ ქალთა სამართლებრივი პრობლემები

თათია ხალიანი
Category: IDP Georgia 
2015-11-30

„დევნილი და ეთნიკური უმცირესობების ოჯახების  ქალ წევრთა დიდი ნაწილი უმუშევარია. ქალების მცირე რაოდენობა საკუთარ თავს თვითდასაქმებულებს მიაკუთვნებს. დაბალია სტუდენტ ქალთა ხვედრითი წილი.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების 78%-ს არ აქვს პროფესია. დევნილ ქალებში პროფესიის არმქონეთა წილი გაცილებით ნაკლებია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების, ისევე როგორც დევნილი ქალების ყველაზე დიდი ნაწილისთვის ბოლო დასრულებული განათლება  საშუალო განათლებაა. დევნილების 27,1% უმაღლესი განათლების მქონეა.

ეთნიკური უმცირესობების ქალების უმრავლესობას საერთოდ არ შეუძლია ქართულად  მეტყველება, წერა, კითხვა და გაგება. დაახლოებით მეოთხედს -  22.9%  მხოლოდ ესმის ქართული, თუმცა ვერ კითხულობს და ვერ წერს.  მხოლოდ 9,2% ამბობს, რომ შეუძლია ქართულად კარგად მეტყველება და წერა - კითხვა, „ - ასეთია კვლევის შედეგები, რომლის მიზანიც იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ქალების სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა იყო. 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. შეხვედრას დევნილი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებიც ესწრებოდნენ. კვლევის შედეგები საზოგადოებას სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გააცნო.

კვლევის ფარგლებში  გამოიკითხა  500 -მდე დევნილი ქალი გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში და 200- მდე ეთნიკური  უმცირესობების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტში. კვლევის ავტორების თქმით, გამომდინარე იქიდან რომ ჩატარდა ოჯახების კვლევა, სოციალურ -დემოგრაფილული მონაცემები შეგროვდა 1073 ქალის შესახებ, საიდანაც 759 იძულებით გადაადგილებული პირია, ხოლო 314 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. 

კვლევის მიზანი სამართლებრივი სისტემის მიმართ იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ხელმისაწვდომობის შეფასება იყო. ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის  იურიდიული დახმარების  კლინიკების/საკონსულტაციო ცენტრების მუშაობის გავლენის შესწავლა ორივე სამიზნე ჯგუფზე.

კვლევამ  აჩვენა, რომ  გამოკითხული ქალების უმრავლესობა დაოჯახებულია, დაახლოებით მეხუთედი - ქვრივი, შედარებით მცირეა დაუოჯახებლების, განქორწინებულების და მარტოხელა დედების ხვედრითი წილი.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების ქალთა 50.3%-ს  ერთი სამართლებრივი პრობლემა მაინც შექმნია. დევნილ ქალებს ყველაზე  მეტად  უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები (25.1%) ჰქონიათ, რომლებიც ძირითადად ბინის დაკანონებასთან დაკავშირებულ სირთულეებს უკავშირდებოდა. ასევე, ქალები ასახელებენ ოფიციალური დოკუმენტების შეცვლასათან და მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს (13,3%), რომლებიც ძირითადად პირადობის მოწმობის აღებას  და საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციას ეხებოდა.

დევნილთა ქალთა ნაწილი მიუთითებს განქორწინებასთან და მიგრაციასთან დაკაშირებულ სამართლებრივ პრობლემებზეც, როგორებიცაა  ქმრის მიერ სასამართლოს გზით განსაზღვრული ალიმენტის გადაუხდელობა, განქორწინებასთან დაკავშირებული ქონებრივი დავა, სირთულეები იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და ა.შ.

რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების  წარმომადგენელ ქალებს, გამოკითხულთა 22.2%-ს ერთი სამართლებრივი პრობლემა მაინც შექმნია. ყველაზე მეტად ოფიციალური დოკუმენტების შეცვლასთან და მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები (10.5%), აგრეთვე, უძრავ ქონებასთან და განქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები.

კვლევამ აჩვენა, რომ სამართლებრივი პრობლემების თვალსაზრისით ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია 2013 წლის ანალოგიურ გამოკითხვასთან შედარებით. ეთნიკურ უმცირესობებში სამართლებრივი პრობლემები შემცირდა, ხოლო დევნილებში - გაიზარდა. 2013 წელს ეთნიკური უმცირესობების თითქმის ყოველი მეორე გამოკითხული ოჯახი (49%) სამართლებრივი პრობლემების არსებობაზე მიუთითებდა, ხოლო დევნილებში ასეთი ოჯახების წილი დაახლოებით 35% იყო. 2015 წელს ჩატარებულ კვლევაში 2013 წლის მსგავსად დევნლების სამართლებრივი პრობლემები ძირითადად უძრავ ქონებას, კერძოდ, ბინის დაკანონებას უკავშირდებოდა. თუმცა, 2013 წელს ეთნიკური უმცირესობებში  წამყვანი პრობლემა  არასწორად დარიცხული კომუნალური გადასახადები იყო, რომელიც 2015 წლის კვლევაში საერთოდ აღარ ფიგურირებს.  

კვლევის მიხედვით, იმ ოჯახებიდან ვისაც სამართებრივი პრობლემები აქვს  საშუალოდ ყოველი მესამე, ორივე სამიზნე ჯგუფიდან,  არაფერს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად.

სამართლებრივი პრობლემების მოსაგვარებლად იურიდიული მომსახურება/კონსულტაციის გამოყენება ყველაზე უფრო გავრცელებული გზაა, ასე იქცევა დევნილების 55.2%, ეთნიკური უმცირესობების 51%.

იურიდიული კონსულტაციების მისაღებად სამიზნე ჯგუფები ყველაზე ფართოდ იყენებენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის იურიდიული დახმარების კლინიკის/საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებას. ასევე, სამიზნე ჯგუფები იურიდიული კონსულტაციების მისაღებად იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის ოფისს და კერძო იურისტს. დევნილების მცირე ნაწილში (5.1%)  უფასო იურიდიული დახმარების სახელმწიფო სერვისის გამოყენებაც ფიქსირდება. ეთნიკურ უმცირესობებში საერთოდ არ ფიქსირდება უფასო იურიდიული დახმარების სახელმწიფო სერვისის (Legal Aid Service) გამოყენების შემთხვევა.

კვლევაში ნათქვამია, რომ  გაზრდილია იურიდიული დახმარების კლინიკების ცნობადობა 2013 წელთან შედარებით-  დევნილებში  თითქმის 35%–ით, ხოლო ეთნიკურ უმცირესობებში – თითქმის 15%–ით. 

რაც შეეხება უფასო იურიდიული დახმარების მიღების ბარიერებს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი ქალებისთვის ბარიერია  -ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე, ენობრივი ბარიერი რადგან როგორც აღმოჩნდა, ეთნიკური უმცირესობების ქალების დაახლოებით 60%–ს საერთოდ არ შეუძლია ქართულად მეტყველება, წერა, კითხვა და გაგება.

კითხვაზე არის თუ არა საქართველოს კანონმდებლობა ხელმისაწვდომი თქვენთვის მშბლიურ ენაზე?-  41% პასუხობს რომ არა არის ხელმისაწვდომი, 35%-ს პასუხის გაცემა უჭირს, 24%-ისთვის ხელმისაწვდომია.

კვლევაში ერთ-ერთ ბარიერად დასახელებულია ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონა.

„მართალია უფასო იურიდიული მომსახურების მიღება ფინანსებს არ უკავშირდება, თუმცა, იურიდიული კონსულტაციის მოტივაცია ნელდება (ან საერთოდ ქრება), რამდენადაც ქალებს, მეუღლეებზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო, არ შეუძლიათ თუნდაც სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლო დავის საწარმოებლად და ა.შ.

 მატერიალური რესურსის განკარგვის ფუნქცია ოჯახში მამაკაცს აქვს აღებული, მას ენიჭება „ოჯახის უფროსის“ სტატუსი. ამ დისკრიმინაციულ პრაქტიკას, დევნილების შემთხვევაში, ხელი სახელმწიფომაც შეუწყო: რესურსების დაზოგვის მიზნით, დევნილთა ოჯახებში მამაკაცის „ოჯახის უფროსობას“ ლეგიტიმაცია მიენიჭა, მასზე საცხოვრებელი ფართისა და ოჯახებისთვის გადაცემული ქონების გაფორმებით.  თუმცა, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში განმარტავენ, ბოლო წლებში სახელმწიფომ მიდგომა შეცვალა - ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირდება ქონების თანამესაკუთრედ, „- ნათქვამია კვლევაში.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“  ფარგლებში მომზადდა.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker