Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქალთა ორგანიზაციები მშვიდობის მშენებლობის სათავეში

Category: IDP Georgia 
2015-12-10

UN Women 2015 წელი წარმოადგენს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მე–15 საიუბილეო წელს. ამავდროულად, ის საქართველოში რეზოლუცია 1325-ის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ბოლო წელია. ამასთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს განვითარების პროგრამამ და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტმა ღია კარის დღე ჩაატარეს. ღონისძიება იძულებით გადაადგილებული პირების, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და მათი ორგანიზაციების გამოცდილებებისა და რეკომენდაციების გაზიარებას დაეთმო.

 

„ეს არის შეხვედრა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დრომდე ჩატარებულ სხვა შეხვედრებთან შედარებით, რადგან ეს არის შეხვედრა რეალურ ადამიანებთან, რომლის დროსაც შეგვიძლია განვიხილოთ საკითხები, რომლებიც ეხება ქალების მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ჩართულობის შესაძლებლობებს“, –განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა ღონისძიების გახსნაზე. ღია კარის დღე უზრუნველყოფს შესაძლებლობას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის უშუალოდ გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს წარუდგინონ საკუთარი პრიორიტეტული საჭიროებები. ამ უკანასკნელთათვის კი ეს არის შესაძლებლობა, გაეცნონ მნიშვნელოვან საკითხებს.ღონისძიებაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და გაეროს 40–მდე წარმომადგენელი შეიკრიბა.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში რეზოლუცია 1325-ის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის, რომელიც ძალაში 2016 წელს უნდა შევიდეს. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია რუსეცკაიამ წარადგინა რეკომენდაციები ბოლო ანგარიშიდან, რომელშიც შეჯამებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პრიორიტეტები პირველ ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა გეგმის განხორციელებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის სიმწირეს და სახელმწიფო კონსულტაციების სიმცირეს კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებთან, რომლებიც აფხაზეთისა და ოსეთის თვითგამოცხადებული, სეპარატისული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. გამოსვლას მოჰყვა განხილვა, რომლის ძირითად საგანს რეზოლუცია 1325-ის (2016–2017) მეორე სამოქმედო გეგმის განვითარებაში ქალთა პრიორიტეტების გათვალისწინება წარმოადგენდა. წამოჭრილი პრობლემები ეხებოდა კონფლიქტისა და ძალადობის პრევენციას, ადგილობრივი დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას, ეკონომიკურ გაძლიერებას, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენას, ინფორმაციისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდულ ხელმისაწვდომობას იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს ცხოვრობენ.

 

„ ჩვენ გავაანალიზებთ რეკომენდაციებს და მათ სხვადასხვა სახით მსვლელობას მივცემთ, რადგან ზოგი მათგანი მცირებიუჯეტიანია, მაგრამ კოორდინაციას მოითხოვს, ზოგს კი ინვესტიცია სჭირდება. ცხადია, წინ გველის დიდი და რთული სამუშაო, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო საზოგადოების შენებაში ქალთა მნიშვნელოვანი მონაწილეობა და მათთვის უსაფრთხო საზოგადოებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა ღონისძიების ბოლოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

 

 

გაეროს სააგენტოების მიერ წინა წლის ღია კარის დღის შედეგად ჩატარებული საქმიანობა დაინტერესებული მხარეებისთვის ანგარიშის სახით იქნება წარმოდგენილი, ხოლო რეკომენდაციებს, რომლებიც 2015 წლის ღია კარის დღეზე შემუშავდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მსვლელობა მიეცემა, რათა მხარი დაეჭიროს საქართველოს მთავრობას 1325-ის მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

 


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker