Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქორწინებებისა და დაკრძალვების ქართული დილემა სამხრეთ ოსეთში

თამარ მეარაყიშვილი
Category: IDP Georgia 
2016-02-18

ახალგაზრდებისგან ხშირად მესმის – დეპრესია მაქვს, არაფერი მაინტერესებს, უხალისოდ ვარ. რეალობიდან თავის დასაღწევად კი როგორც წესი, სასმელსა და ნარკოტიკებს ეძალებიან.

 

დაუცველობის შეგრძნება, მუდმივი დაძაბულობა, ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა, მინიმუმამდე დაყვანილი კომუნიკაცია – ადგილობრივ მცხოვრებლებში ნერვული აშლილობების გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

 

ლენინგორის საავადმყოფოში ამიხსნეს, რომ თუ წინა წლებში ავადმყოფები ნერვული აშლილობებით ძირითადად მიმდებარე სოფლებიდან მიყავდათ, ახლა მსგავს სამედიცინო დახმარებას უმეტესად დაბის მოსახლეობა ითხოვს.

 

ექიმები ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენით, ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.

 

არ ვიცი რა ეშველება ჩემ დაბას, დაბას რომლის მცხოვრებლებიც, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მხოლოდ წინა საარჩევნოდ ახსენდებათ.

 

ჭირი და ლხინი “უპროპუსკოდ”

 

მახსოვს, დაახლოებით 20 წლის წინ, ლენინგორში ახალგაზრდა ქალბატონი გარდაიცვალა. მაშინ, მისმა მეუღლემ საფლავის ქვაზე ცოლთან ერთად გადაღებული საკუთარი ფოტოც დაატანინა. რამდენიმე თვეა, რაც ეს მამაკაციც გარდაიცვალა. გარდაიცვალა უყურადღებობით. ომის შემდეგ იგი ლენინგორში მარტო ცხოვრობდა. მისი სამი შვილიდან მამის სანახავად ჩამოსვლა ვერცერთმა მოახერხა ,,პროპუსკის’’ არ ქონის მიზეზით.

 

როგორც მიამბეს, მამას რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეფონით ვერ დაუკავშირდნენ და დახმარება მეზობლებს სთხოვეს. შვილებთან შეთანხმებით, მათ სახლის კარი შეამტვრიეს და მამაკაცი იატაკზე, უგონოდ მყოფი იპოვეს.


ადგილობრივმა ექიმებმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფი სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. შვილებს მამის დასაფლავება დედის გვერდით აღარ უცდიათ, ისევ ,,უპროპუსკობის’’ მიზეზით.

 

საერთოდ, ბიუროკრატიული პროცედურების გამო დაკრძალვებიც და ქორწინებებიც ჩვენ დაბაში ძალიან არის გართულებული. ,,პროპუსკის’’ ქონა ორივე შემთხვევაში აუცილებელია. ეს დოკუმენტი კი, მხოლოდ ასეთი საგანგებო შემთხვევების დროს გაიცემა და ისიც რამდენიმე საათით, მხოლოდ დაკრძალვის, ან უშუალოდ ქორწილის დღეს.

 

ასეთი კანონი სამი წელია, რაც მოქმედებს. პროცედურა დაახლოებით ასეთია – გარდაცვლილის ოჯახი ათ კაციანი სიით, მიმართავს ლენინგორის ადმინისტრაციას (დაკრძალვაზე მხოლოდ 10 ადამიანის დაპატიჟების უფლება აქვს ჭირისუფალს). რის შემდეგაც ადმინისტრაცია, უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ადგილობრივ განყოფილებას უკავშირდება. მათი თანხმობის შემდეგ ოჯახმა, წეროვანში განთავსებული ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისგანაც უნდა მიიღოს სტუმრების გადაადგილებაზე წერილობითი დასტური. ყველაზე ბოლოს ჭირისუფალთა სია, ქართულ გამშვებ პუნქტზეც უნდა გაიგზავნოს.

 

მას ვინც გადაადგილების ნებართვით ერთხელ ისარგებლა, იმავე საბაბით, მეორედ მისი გამოყენებისა და მიღების უფლება აღარ აქვს. ჩვენთან კი ჭირიც და ლხინიც ერთ დღეზე მეტ ხანს გრძელდება. დაკრძალვის მეორე დღე, გარდაცვალების მეცხრე დღე, მეორმოცე დღე, აღდგომა, წლისთავი, გარდაცვლილის დაბადების დღე – ეს გლოვასთან დაკავშირებული იმ დღეობების მინიმალური ჩამონათვალია, რასაც ოჯახები ტრადიციულად აღნიშნავენ ხოლმე.

 

უსაბუთოებს, რომელმაც დაკრძალვის დღეს ისარგებლეს ,,პროპუსკით’’ მსგავს სამგლოვიარო ცერემონიებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვთ. ამიტომ ბოლო რამდენიმე წელია აქ იშვიათად თუ კრძალავენ მიცვალებულს. ყველას წეროვანში ასაფლავებენ, სადაც შვილები, ნათესავები და ახლობლები ჰყავთ.

 

იგივე მიზეზით, ჩვენთან ქორწილებიც იშვიათია. მაგალითისთვის შარშან მხოლოდ ორი ქორწილი გაიმართა და ეს უკვე ბევრად მიიჩნევა. ქორწილის მთავარ გმირებს – ნეფეს ან პატარძალს, ,,უპროპუსკოდ’’ მეორე ნახევართან არც ქორწილის დღეს და არც შემდეგ ცხოვრების უფლება არ აქვს.

 

ამასწინათ, ერთი ადგილობრივი მამაკაცი დაქორწინდა. მისი რჩეული საქართველოს ერთ-ერთი კუთხიდან იყო. ოჯახის არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ,,პროპუსკი’’ ამ წყვილს მხოლოდ ერთი წლით მისცეს, თან სრული სერიოზულობით უპასუხეს – “თუ ოჯახი გინდათ და გინდათ რომ თქვენთან ერთად იყოს, აქვე მოძებნეთ საცოლე, ნუ იქმნით ზედმეტ პრობლემებს”.

 

შვიდ წელზე მეტია, რაც ჩვენ დაბაში ბავშვიც არ დაბადებულა. ლენინგორელი ბავშვები იბადებიან სხვა ქალაქებში და დაბადების მოწმობებში ადგილიც შესაბამისი ეწერებათ.

 

***

ბლოგის ავტორია თამარ მეარაყიშვილი. ის სამოქალაქო აქტივისტია ახალგორიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაბა, რომელიც უმეტესად ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული დაიცალა. ახალგორელებმა თავშესაფარი წეროვანის დევნილთა დასახლებაში იპოვეს.თამარმა მშობლიური სახლი არ მიატოვა და დღესაც ახალგორში ცხოვრობს. ახალგორს, რომელიც სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოექცა, ადგილობრივები დღემდე ძველი, საბჭოთა პერიოდის დროინდელი სახელით ,,ლენინგორი’’ მოიხსენიებენ.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker