ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ახალ დასახლებაში სავარაუდოდ, ნაწლავური ინფექცია გავრცელდა. ავადმყოფებს გულისრევის შეგრძნება, მაღალი ტემპერატურა და ფაღარათი აღენიშნებათ. რამდენიმე პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენები მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობენ. დევნილების ინფორმაციით, ინფექციის ნიშნები 40-მდე პაციენტს აღენიშნება, აქედან - 30 ბავშვია. მომხდარს ისინი სასმელ წყალს უკავშირებენ.
დასახლებაში ჯანდაცვის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ამ წუთებშიც მუშაობენ და პაციენტების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნაწლავური ინფექციის სიმპტომებია.
ზუგდიდის ააიმ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში" აცხადებენ, რომ პაციენტების ზუსტი რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
ადგილზე სურსათის უვნებლობის სამსახურსაც ელოდებიან. სპეციალისტები სინჯებს აიღებენ, რის შემდეგაც გაირკვევა, უკავშირდება თუ არა გავრცელებული ინფექცია სასმელ წყალს.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation