Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მხარეს

Category: IDP Georgia 
2016-05-20

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს, რომ  აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება არის სრულიად უკონტროლო და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მხარეს, როგორც საოკუპაციო ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას".

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა აღნიშნულ დანაშაულზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით და თანაგრძნობას უცხადებს მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს, რომ  აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება არის სრულიად უკონტროლო და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მხარეს, როგორც საოკუპაციო ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

ხსენებულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორის მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.

ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს ამ დანაშაულზე შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე  სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker