Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ჟენევის დისკუსიებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრები არასამთავრობოებს შეხვდნენ

Category: IDP Georgia 
2016-06-27

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გახსნა.

 

საუბარი საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის დროს განხილულ თემებსა და მოლაპარაკებების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდას შეეხო.

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების  მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა ჟენევის წინა რაუნდზე მიღწეული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის განახლების შესახებ. თუმცა, იქვე უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მაისში გამართულ პირველივე შეხვედრას არ ესწრებოდა სამუსაო ჯგუფის მონაწილე არცერთი გადაწყვეტილების მიმღები ქალი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ ქალების ჩართულობას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, დაინტერესდნენ, რა ფორმით იყო განხილული მოლაპარკებებზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი.

 

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.



Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker