Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

არჩევნების შედეგად შესაძლოა ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა კიდევ უფრო გაუარესდეს

Category: Gender policy 
2016-09-12

12 სექტემბერს, PIA-ს პრესკლუბში, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task force) წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა იყო ქალთა წარმომადგენლობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებში.

 

8 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტებმა ცესკოს წარუდგინეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი სიები. საარჩევნო სიების გენდერული ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში არათუ გაიზრდება, არამედ შესაძლოა შემცირდეს კიდეც ქალთა წარმომადგენლობა და ჩამოსცილდეს 2012 წლის 12%–იან მაჩვენებელს.

 

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ 4 ქალი წარადგინა, პარტიული სიის პირვეულ ოცეულში - 6 ქალი, ხოლო სრულ სიაში 155 კანიდიდატიდან მხოლოდ 18 ქალი.

 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 5 მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა, პარტიული სიის პირველ ოცეულში - 6 ქალი, ხოლო სრულ სიაში 200 კანდიდატიდან 48 ქალი.

 

თავისუფალმა დემოკრატებმა და რესუბლიკურმა პარტიამ მაჟორიტარებად 9-9 ქალი წარადგინეს, პარტიული სიის პირველ ოცეულში 7-7 ქალი, ხოლო სრულ პარტიულ სიაში დაიცვეს 30%–იანი კვოტა. ისინი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მიიღებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფინანსურ დანამატს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

 

საარჩევნო ბლოკმა "ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" მაჟორიტარ კანდიდატებად 8 ქალი წარადგინა, თუმცა საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არცერთი ქალი არ არის წარმოდგენილი.

 

 

როგორც აღნიშნული იყო პრესკონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აღიარებს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის პრობლემას, ეს თემა მათთვის პრიორიტეტული არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გამოხატა მზაობა, რომ ქალთა წარმომადგენლობას კვოტების გარეშეც გაზრდიდნენ საკუთარ სიებში. ესეც მეტწილად ცრუ წინასაარჩევნო დაპირება აღმოჩნდა.

 

დღევანდელი მდგომარეობით საქართველო ჩამორჩება არა მარტო ამერიკულ და ევროპულ სახელმწიფოებს, არამედ აზიური და აფრიკული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელსაც. საქართველოში არჩევით ორგანობეში წარმომადგენლობითი დემოკრატია არ არსებობს, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა (ქალები) მხოლოდ 12%–ით არიან წარმოდგენილნი და 2016 წლის არჩევნების შედეგად შესაძლოა ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა კიდევ უფრო შემცირდეს.

 

შეგახსენებთ რომ, 2014-2016 წლებში საქართველოს პარლამენტმა ორჯერ ჩააგდო შესაძლებლობა კანონის დონეზე დაერეგულირებინა ქალთა მინიმალური წარმომადგენლობა არჩევით ორგანოებში.

 

წყარო: GIA

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker