Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

Category: Gender policy 
2017-02-07

6 თებერვალს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

 

გენდერული სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია პირველად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მოეწყო, სადაც მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილი დოკუმენტი გახდეს ნიმუში და მის მაგალითზე ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელოს და შეიმუშაოს „გენდერული სამოქმედო გეგმა.“ სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი მერცხლები ვართ, მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა გენდერული სამოქმედო გეგმა , რომელიც გაწერილია გრძელვადიან (3 წლიან) და მოკლევადიან (1 წლიან) პერიოდზე.

 

გენდერუალი სამოქმედო გეგმა 5 მიზნისგან შედგება, ესენია:

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა/ცნობიერების ამაღლება;

სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომკური ხელშეწყობა;

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობის ხელშეწყობა/უზრუნველყოფა;

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია;

სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელება.

 

მოგეხსენებათ, ბოლნისი მრავალეთნიკური მოსახლეობისგან შედგება , მუნიციპალიტეტში სადაც 78 700 ადამიანი ცხოვრობს მოსახლეობის 65% ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ძალიან საფრთხილოა გენდერულ თანასწორობაზე საუბარი, მითუმეტეს გენდერი თვითმმართველობაში ახალი მიმართულებაა, სიახლე კი ხშირ შემთხვევაში კითხვებს იწვევს, ნდობაც ნაკლებია , ამიტომ პირველი, რაც გენდერული თვალსაზრისით განვახორციელეთ ეს იყო 2015 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ქალთა ჩართულობა. „ქალის ხმამ მნიშვნელობა შეიძინა“, ისინი აქტიურად ჩაებნენ სოფლის პრობლემების მოგვარების საკითხებში, ასახელებდნენ პრიორიტეტებს. სოფლის კრებებს სულ 1089 ადამიანი დაესწრო აქედან 421 ქალი, ანუ ქალთა აქტივობა 38% დაფიქსირდა. ეს ტემპი 2016 წელსაც გაგრძელდა და გაუმჯობესდა კიდეც ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში 47% მიაღწია. (საერთო რაოდენობა 1085/ ქალი 513).

 

სოფლის მოსახლეობის სტატისტიკას „გენდერულ ჭრილში“ თუ გადავხედავთ 26 სოფლის მონაცემით 401 ქალი არის ოჯახის უფროსი. აღსანიშნავია, ის რომ აქედან სოფლების უმრავლესობა ეთნიკური უმცირესობაა.

 

არ შემიძლია არ ავღნიშნო ხელმძღვანელობის მხარდაჭერა და მზაობა ქალთა გაძლიერების კუთხით, ამის ნათელი მაგალითია ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“. სწორედ მუნიციპალიტეტისა და ქალთა ოთახის შედეგია ის, რომ 525 ქალი დატრენინგდა და გახდა ინფორმირებული ქალთა უფლებების შესახებ.

 

ასევე საინტერესოა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოღვაწე ქალთა რაოდენობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში, საკრებულოში ქალები წამყვან პოზიციებზე ასე გადანაწილდნენ: საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე ერთი, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთი, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ერთი, გამგებლის მოადგილე ერთი, განყოფილების უფროსი ექვსი, სოფლებში გამგებლის წარმომადგენელი სამი მათგან 1 ეთნიკურად აზერბაიჯანელი, გამგებლის თანაშემწე ერთი, შპს დირექტორი ორი, ა(ა)იპ უფროსი შვიდი.

 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker