ჟენევაში დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მესამე სექტორს მიღწეული შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც მისი ხელმძღვანელობით ჟენევის დისკუსიებზე მეორე სამუშაო ჯგუფი მუშაობს.
დანარჩენი ორი უწყების მიერ კი ყურადღება გამახვილდა ძალის გამოუყენებლობის უზრუნველყოფასა და უსაფრთხოების საკითხებზე.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation