გალში, ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების საკითხებში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ენგურის ხიდზე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება ბოლო დროს დაფიქსირებულ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვარზე ბორდერიზაციის პროცესი, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემისა და ასევე საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებული ქართველების გათავისუფლების საკითხები.
"დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა იქნება ბოლო დროს დაფიქსირებულ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვარზე ბორდერიზაციის პროცესი, ასევე ოთხოზორიას მკვლელის კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის პროცესი. გიორგი ლუკავას გათავისუფლება და საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებული ხვიჩა წყაროზიის გათავისუფლების საკითხები",-განაცხადა ქემოკლიძემ.
ენგურის ხიდზე სუსი-ს წარმომადგენლობას რანდის ციხეში მყოფი ქართველი მოქალაქის გიორგი ლუკავას მეუღლე, ცირა ბასარია დახვდა,რომელმაც უწყებისგან კონკრეტულად ახსნა-განმარტება მოითხოვა, თუ რა ეტაპზეა მისი ქმრის გათავისუფლების საკითხი.
მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation