Category: IDP Georgia 2017-07-14
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები სოფელ ბერშუეთისკენ მიემართებიან. საოკუპაციო ხაზამდე აქციის მონაწილეები ფეხით მიდიან, აქციის მონაწილეებს თან საქართველოს და ამერიკის დროშები აქვთ.
მსვლელობაში მონაწილე ადამიანები ამბობენ, რომ ისინი დღეს მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას. მათი თქმით, აქ მთელი დღე დარჩებიან, საღამოს რვა საათზე კი, თბილისიდანაც შემოუერთდებიან.
ადგილზე კი უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველები იმყოფებიან.
4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე დადგეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით, 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.
|