მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახის განსახლებისთვის, კორპუსების მშენებლობა დაიწყო. დღეს მშენებლობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დაათვალიერა.
"საკმაოდ დიდ ხანი დევნილები მცხეთაში ისეთ კოტეჯებში ცხოვრობენ, რომელიც გამოსულია მწყობრიდან. დაიწყო ორი კორპუსის მშენებლობა, ჯამში 129 ბინა. საუბარია ბინებზე, რომელიც უნდა ჩაგვბარდეს მომავალი წლის აგვისტოში ზუსტად წელიწადსა და ერთ თვეში, აქ დევნილები შესახლდებიან და მცხეთაში დევნილების პრობლემა აბსოლუტურად მოიხსნებათ",- განაცხადა მინისტრმა.
პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ორი ცხრასართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation