Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

თამარ ჩუგოშვილმა გენდერული კვოტირების კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა

Category: Gender policy 
2017-09-18

გენდერული კვოტირების შესახებ პარლამენტში შესულ კანონპროექტზე „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა. ვაშინგტონში ვიზიტისას მან განაცხადა, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია და იმედს გამოთქვამს რომ საკანონმდებლო ორგანოში მოგროვდება საჭირო 76 პარლამენტარის ხმა, რომელიც კანონპროექტს მხარდაჭერას გამოუცხადებს.


ჩუგოშვილის თქმით ეს ინიციატივა პარლამენტში შესულია  30 000 ამომრჩევლის ხელმოწერით და შესაბამისად, ეს არის მოქალაქეების მოთხოვნა და არის ბევრი ადამიანი პარლამენტში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. მან აქვე განმარტა რომ კანონპროექტში საუბარია არა მთლიანად საარჩევნო სიის 50%-ზე, არამედ პროპორციული სიის 50 %-ზე.

 

„ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან დაბალი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. კარგია და მიხარია ის, რომ ორი კომიტეტის მხარდაჭერა აქვს უკვე ამ ინიციატივას. დარჩენილი გვაქვს წამყვანი, იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ იურიდიული კომიტეტიც მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს და შემდეგ, პლენარულ სესიაზე უფრო თვალნათელი გახდება, შევძლებთ თუ არა ყველანი ერთად ამ ინიციატივის ბოლომდე მიყვანას“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

რადიო ‘ამერიკის ხმისთვის’ მიცემულ ინტერვიუში მან სინანული გამოთქვა, რომ ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს შორის საქართველოში მხოლოდ ორი ქალია.

კანონპროექტი გენდერული კვოტირების შესახებ უკვე განიხილეს ადამიანის უფლებათა და  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებში. უახლოეს მომავალში იგეგმება კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტში მოსმენა, რომლის წევრიც თამარ ჩუგოშვილია.


Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker