Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პირველად 48 წლის ისტორიის მანძილზე დავოსის ფორუმის შეხვედრებს ქალები უხელმძღვანელებენ

Category: Gender in the world 
2018-01-22

წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტი 48 -ედ გაიმართება. სამიტი განსხვავდება იმით, რომ მისი ყველა თანათავმჯდომარე ამჯერად ქალები იქნებიან და ასეთი რამ პირველად მოხდება.

 

ფორუმის შვიდი თანათავმჯდომარე ქალი წარმოადგენს სხვადასხვა სფეროს - კერძო და საჯარო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფკავშირებს, აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას და სოციალურ მეწარმეობას.

 

ესენი არიან:

 

საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი შარან ბიუროუ;

 

 

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის გენერალური დირექტორი – ფაბიოლა ჯიანოტი;


 

 

კომპანია ENGIE Group- ის აღმასრულებელი დირექტორი იზაბელ ქოჰერი;

 

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი;

 

 

IBM- ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ჯინი რომეტი

 

 

სოციალური მეწარმე, Deshi Mahila Bank-ის и ფონდ Mann Deshi Foundation დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჩეტნა სინხა;

 

 

 

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი.

 

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ექვს ქალ კოლეგასთან ერთად, 48-ვე დავოსის სამიტის ძირითადი თემებიც განსაზღვრა.

 

დავოსის შეხვედრის ფარგლებში სპეციალური სხდომა გაიმართება თემაზე, "დანაწევრებულ მსოფლიოში საერთო მომავლის შექმნა", რომლის განხილვებში  დაახლოებით 110 ქვეყნის 3 ათასამდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

 

საერთოდ ფორუმს წელს რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური ლიდერი, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლი დაესწრება. ასე დავოსში წელს 70-ზე მეტი ქვეყნის 340 მაღალჩინოსანი ჩამოვა.

 

2000 წლის შემდეგ პირველად, დავოსში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩავა.

 

წინასწარი ინფორმაციით, დიდი შვიდეულის ლიდერებიდან დავოსში მხოლოდ იაპონიის პრემიერ-მინისტრი არ ჩავა.

 

საქართველოს დელეგაციას უკვე მესამედ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.

 

დავოსი მორიგ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მიმდინარე წლის 23-26 იანვარს უმასპინძლებს.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker