Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ჯასტინ ტრუდო გენდერული თანასწორობის შესახებ: ეს არა მხოლოდ სწორი, არამედ რაციონალურიც არის

Category: Gender in the world 
2018-01-24

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება.  ფორუმზე სიტყვით კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო გამოვიდა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის და სექსუალური შევიწროვების პრობლემებზე გაამახვილა.

 

„G7 ფარგლებში (დიდი შვიდეული), კანადა დიდ ყურადღებას დაუთმობს გენდერული უთანასწორობის შემცირებას მსოფლიოში“- განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

 

მისი თქმით, ეს საკითხი "იქნება მთავარი პრიორიტეტი ყველა საქმეში, რასაც G7- ი 2018 წელს გააკეთებს".

 

"გენდერული თანასწორობა არის არა მხოლოდ სწორი, არამედ რაციონალურიც. კანადაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება და ეს მნიშვნელოვან წილად გამოწვეულია შრომის ბაზარზე უფრო მეტი ქალის გამოჩენით. გათვლების მიხედვით, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის შემთხვევაში 2026 წლისთვის კანადაში იქნება ეკონომიკის 150 მილიარდიანი ზრდა“- განაცხადა ტრუდომ.

 

"MeToo, TimesUp, Women's March-ის აქციები იმაზე მიუთითებს, რომ  ჩვენ ქალთა უფლებებზე და თანასწორობაზე სერიოზული დისკუსიების ჩატარება გვჭირდება. მაგალითად, ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსების მხრიდან სექსუალური შევიწროვება სისტემური პრობლემაა და ეს მიუღებელია. ჩვენ, როგორც ქვეყნის ლიდერებმა უნდა ვაღიაროთ ეს და იმის დემონსტრირება მოვახდინოთ, რომ მართლაც მოვიდა ქმედებების დრო", - განაცხადა ტრუდომ.

 

ტრუდომ ასევე მოუწოდა ქვეყნის ლიდერებს არ დაივიწყონ "ადამიანები, რომლებიც ახლა არ არიან დავოსში და არასდროს იქნებიან აქ."

 

"ამ ოთახში მყოფი ხალხი ძალიან პრივილეგირებულები ვართ. ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ვიყენებთ ამ პრივილეგიებს. ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც მდიდრები იმალებიან თავიანთ დახურულ სივრცეებში იმ დროს, როცა ხალხი იბრძვის, ან ჩვენ გვინდა შევქმნათ სამყარო, რომელიც  სამართლიანობის პრინციპეპს ეფუძნება", - დასძინა მან.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker