Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქალებზე ძალადობის ბრალდების გამო ნიუ-იორკის გენპროკურორი გადადგა

Category: Gender based violence 
2018-05-08

ნიუ - იორკის გენერალური პროკურორი ერიკ შნეიდერმანი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი მის წინააღმდეგ შევიწროების შესახებ ოთხი ქალის მიერ წაყენებული ბრალდებებია.

 

თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ჟურნალმა New Yorker-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ქალები ამბობენ, რომ შნეიდერმანი მათ სცემდა. მათგან ორთან ის ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო.

 

შნეიდერმანი ბრალდებას ასაჩივრებს. ამასთან, ის კამპანია MeToo-ს აქტიური მხარდამჭერია, რომელიც სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგაა მიმართული.

 

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები გაჟღერდა, რასაც მე მკაცრად უარვყოფ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდებები ჩემი საქმიანობის შესახებ არ არის, მაინც ხელს შემიშლის ეფექტურად ვმართო ჩემი ოფისი ამ კრიტიკული დროის განმავლობაში“, – განაცხადა ერიკ შნეიდერმანმა.


ორმა ქალმა The New Yorker–თან საუბარში განაცხადა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა შნაიდერმანმა მათ ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. ქალებს პოლიციაში არ უჩივლიათ, თუმცა სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

 

კიდევ ერთი ქალი მსგავს შემთხვევებზე ყვება, თუმცა მისი თქმით, ის ძალიან შეშინებული იყო და პოლიციისთვის არ მიუმართავს.

 

მეოთხე მსხვერპლი ნიუ-იორკელი იურისტია. ქალის თქმით, შნაიდერმანმა მას სახეში მას შემდეგ გაარტყა, რაც ქალმა ინტიმურ ურთიერთობებზე უარი უთხრა.

 

ოთხიდან ორმა, მიშელ მენინგ ბერიშმა და ტანია სელვარატნემ ჟურნალისტებს ვინაობა გაუმხილეს, ხოლო დანარჩენებმა ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს.

 

7 მაისს ჟურნალმა, The New Yorker-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ერიკ შნაიდერმანის ყოფილი ოთხი პარტნიორი ყვება, რომ გენპროკურორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილან. შემთხვევები 2013-2017 წლებში ხდებოდა


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker