Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სუდანში 19 წლის გოგონას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

Category: Gender based violence 
2018-05-14

სუდანში მოძალადე ქმრის მკვლელობის გამო, 19 წლის ნურა ჰუსეინს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ინფორმაციას  The Guardian–ი აქვეყნებს.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ 15 წლის გოგონას მამა აიძულებდა დაქორწინებას უცნობ კაცზე, მაგრამ მან წინააღმდეგობა გაუწია და დეიდასთან გაქცევა მოახერხა. სამი წლის შემდეგ მამამ სთხოვა გოგონას დაბრუნებულიყო და პირობა მისცა, რომ არ აიძულებდა დაქორწინებას. გოგონა დათანხმდა, მაგრამ სახლში დაბრუნებისას მიხვდა, რომ მოატყუეს. ქორწინება მაინც შედგა. წინააღმდეგობის მიუხედავად, გოგონა დააბეს და „ქმარმა“ ის გააუპატიურა. მეორე დღეს, მან კიდევ ერთხელ სცადა იგივე, თუმცა გოგონამ თავდაცვის მიზნით მოძალადეს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

 

სუდანში, სადაც ფართოდ გავრცელებულია იძულებითი ქორწინება, გოგონებს ზოგჯერ 10 წლის ასაკში აქორწინებენ. გაუპატიურება კი ქორწინების შემდეგ  არ ისჯება კანონით.

 

 

 

 

 

აპრილის ბოლოს სუდანის სასამართლომ გოგონა დამნაშავედ სცნო, 10 მაისს კი მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სასჯელის გამოტანას მოკლულის ოჯახი ითხოვდა. ახლა ნურას აქვს 15 დღე, რომ გაასაჩივროს განაჩენი. გოგონას დასაცავად სოციალურ ქსელებში ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო ჰეშტეგით #JusticeForNoura. კამპანიის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გოგონა თავდაცვის გამო ისჯება, Amnesty International– მა კი განაჩენს "წარმოუდგენელი სისასტიკის" აქტი უწოდა.


Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker