ახალი კანონის თანახმად, შვედეთი შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს (მათ შორის არიან გაერთიანებულ სამეფო და კანადა), სადაც ძალადობის გარეშეც კი სექსზე თანხმობის არარსებობა არის დანაშაულისთვის საკმარისი საბაბი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კაცს შეიძლება დასდონ ბრალი გაუპატიურებაში, თუ ქალი არ აძლევს ერთმნიშვნელოვნად თანხმობას სქესობრივ კავშირზე. ამ დანაშაულისთვის ბრალდებული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
ქალთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონი აუცილებლად მოიტანს ცვლილებებს ევროპაში და რომ ბევრი ქვეყანა კვლავაც აფასებს გაუპატიურებას, მხოლოდ როგორც ძალადობრივ ქმედებას.
შვედეთის პარლამენტმა კანონპროექტი 2017 წლის ბოლოს დაამტკიცა, თუმცა ძალაში ის 2018 წლის 1 ივლისს შევა.
კანონპროექტის დამტკიცებით, შვედეთის პარლამენტმა რეაგირება მოახდინა მთელ რიგ სკანდალებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ქვეყანაში სექსუალური შევიწროვების ფაქტებთან.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შვედეთში ბოლო წლებში 70%–ით გაიზარდა იმ ქალების რიცხვი, რომლებმაც სექსუალური შევიწროვება განიცადეს. 2016 წელს, 129 ათასი ქალი გახდა ასეთი დანაშაულის მსხვერპლი, ხოლო 2017 წელს ორჯერ უფრო მეტმა გაუპატიურებულმა ქალმა მიმართა კლინიკებს.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation