Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ყირგიზეთში, არშემდგარი მოტაცების შემდეგ, 20 წლის გოგონა პოლიციის შენობაში მოკლეს

Category: Gender based violence 
2018-05-29

ყირგიზეთში, ბიშკეკის პოლიციის განყოფილებაში, კაცმა დანით 5 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გოგონას, რომელიც ქორწინების მიზნით მოიტაცა.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ იძულებითი ქორწინების მიზნით ორმა კაცმა მოიტაცა გოგონა, რის შემდეგაც სამივე დააკავეს და გადაიყვანეს ერთ–ერთი რაიონის პოლიციის განყოფილებაში.

 

დოკუმენტების რეგისტრაციის დროს გოგონა მოქალაქეთა მიმღებში იმყოფებოდა, სადაც ერთ–ერთმა გამტაცებელმა შესვლა შეძლო, კარები შიგნიდან ჩაკეტა და გოგონას დაესხა თავს. როდესაც სამართალდამცავებმა კარის გაღება მოახერხეს, გოგონა უკვე დაჭრილი იყო, ხოლო კაცმა თვითმკვლელობა სცადა. ორივე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გოგონა გარდაიცვალა. კაცს ოპერაცია ჩაუტარდა და მის ცხოვრებას არაფერი ემუქრება. მომხდარზე  სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასევე, პოლიციამ დაიწყო სამსახურებრივი გამოძიება.

 

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, გოგონა ცოტა ხანში სხვა პირზე აპირებდა დაქორწინებას.
"გოგონა თავის ნათესავებთან იმალებოდა, რადგან შიშობდა, რომ დაქორწინების მიზნით მის მოტაცებას აპირებდნენ", - ნათქვამია გამოცემაში.

 

2017 წელს UNFPA-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყირგიზეთში ქორწინების მიზნით ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ქალი იყო მოტაცებული.


 

ამ ტრადიციას ალა ქაჩუუ ("მოიტაცე და გაიქეცი"), ან პატარძლის გატაცება ეწოდება. წელიწადში დაახლოებით 12 000- 15 000 ქალი მომავალი ქმრების გატაცების მსხვერპლი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მოტაცება 1994 წლიდან სისხლის სამართლის ქმედებად აღიარეს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ის კვლავ ფართოდ არის გავრცელებული და ხელისუფლება ხშირად ხუჭავს ამაზე თვალს. ცნობილია, რომ გატაცებების უმრავლესობა ქალის ნების საწინააღმდეგოდ ხდება.


გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემებით, ხშირ შემთხვევაში, გამტაცებლები ქალებს აუპატიურებენ, რათა ისინი „სირცხვილის“ გამო საკუთარ ოჯახში არ დაბრუნდნენ. გატაცებული ქალების 80% იძულებულია ცოლად გაყვეს მოძალადეს და მხოლოდ 20%–მა შეძლო დაბრუნება თავიანთ ოჯახებში.


 

მოტაცებულ ქალებს ხშირად სცემენ და აიძულებენ მონურ შრომას. ყირგიზეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „ღია ხაზის“ თანახმად, მოტაცებების ერთი მეხუთედი  გამტაცებლების ე.წ “გასართობად” ხდება.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker