Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პერუს პრეზიდენტი ქალების მკვლელობაზე: ზოგჯერ ცხოვრებაში ასეც ხდება და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ

Category: Gender based violence 
2018-06-05

პერუს უფლებადამცველები აღშფოთებულები არიან პრეზიდენტის რეაქციით, რომელიც მან ყოფილი პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობაზე გამოხატა.

 

თავდამსხმელმა ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მსხვერპლის  ოჯახის განცხადებით კაცი ორი წლის განმავლობაში აშანტაჟებდა ქალს და მიუხედავად მისი ჩივილისა, პოლიცია ამ ფაქტების იგნორირებას ახდენდა. ეივი აგრედა ძლიერი დამწვრობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

პერუს პრეზიდენტმა მარტინ ვიზარამ გამოხატა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და მოითხოვა მოძალადის უმკაცრესი დასჯა, თუმცა, შემდეგ, თავისი განცხადებით, რომ „ზოგჯერ ცხოვრებაში ასეც ხდება და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ“, - გამოიწვია საზოგადოების დიდი აღშფოთება.

 

 

 

უფლებადამცველების განცხადებით პრეზიდენტმა ამ სიტყვებით წაახალისა მოძალადეები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალთა მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევების სტატისტიკას ქვეყანაში. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, პერუს პატიმრების თითქმის 20% სექსუალური დანაშაულის გამო იხდის სასჯელს, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის გამო.

 

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ოთხი თვის მანძილზე, ქვეყანაში ფემიციდის 43 შემთხვევა და ქალთა მკვლელობის მცდელობის 103 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.4% -ით მეტია.

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker